მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. AXIOS: ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების გუნდის მაღალჩინოსნებმა კემპ დევიდში ირანისა და იემენის შესახებ საიდუმლო შეხვედრა გამართეს
AXIOS: ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების გუნდის მაღალჩინოსნებმა კემპ დევიდში ირანისა და იემენის შესახებ საიდუმლო შეხვედრა გამართეს

AXIOS: ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების გუნდის მაღალჩინოსნებმა კემპ დევიდში ირანისა და იემენის შესახებ საიდუმლო შეხვედრა გამართეს

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის უმაღლესი რანგის წარმომადგენლები პარასკევს კემპ დევიდში რამდენიმე საათით საიდუმლოდ შეიკრიბნენ, რათა ირანთან ომისა და იემენში საუდის არაბეთსა და „ჰუსიტებს“ შორის კონფლიქტის ფონზე სამომავლო ნაბიჯები განეხილათ. ინფორმაციას AXIOS-ი აშშ-ის სამ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

შეხვედრა უჩვეულო იყო, რადგან ტრამპის ადმინისტრაციას ის საჯაროდ არ გამოუცხადებია. მსგავსი შეხვედრა ბოლოს 2025 წლის ივნისში, ისრაელსა და ირანს შორის ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გაიმართა.

შეხვედრას ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ხელმძღვანელობდა. მოლაპარაკებების მონაწილეებს შორის იყვნენ: სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო; თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი; თეთრი სახლის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი; აშშ-ის ცეტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი ჯონ რეტკლიფი; აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების უფროსი, გენერალი დენ კეინი.

„გადაწყვეტილებები მიიღეს ან საკითხები, სულ მცირე, სიღრმისეულად განიხილეს“, - განაცხადა ერთ-ერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა ახლო აღმოსავლეთში არსებული კრიზისის შესახებ.

თეთრმა სახლმა შეხვედრასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.

როგორც AXIOS-ი იუწყება, მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანში ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციების განახლებას განიხილავს. „ახლა გადაწყვეტილება უნდა მივიღო: ან ირანი ხელს მოაწერს შეთანხმებას, ან ის აღარ იარსებებს“, - განაცხადა ტრამპმა.

ამავდროულად, ტრამპს სთხოვენ, შეუერთდეს საუდის არაბეთის მიერ იემენში „ჰუსიტების“ წინააღმდეგ დაგეგმილ სამხედრო ოპერაციას.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 195 სტატია.

  • კობახიძე ნიუ-იორკში ტრამპის ოფიციალურ მიღებას დაესწროფორმულა
  • მთავრობის ადმინისტრაცია, 22 სექტემბერს, ირაკლი კობახიძის ტრამპთან გადაღებულ ფოტოს ავრცელებსBM.GE
  • ტრამპი: სამწუხაროდ, უკრაინასთან ომის გამო რუსეთმა დიზელის საწვავის ინდუსტრიაზე კონტროლი დაკარგა, ეს აბსურდული ომი უკრაინასთან უნდა დასრულდესრუსთავი 2
  • თეთრი სახლი თავისუფალ პრესას თავს არ ესხმის - ტრამპიტვ პირველი
ტრამპი →ირანის →შეხვედრა →

მსგავსი სტატიები

The Guardian: დასავლეთის ქვეყნები კიევიდან საელჩოების გადატანას ლვოვში ან პოლონეთში განიხილავენ

The Guardian: დასავლეთის ქვეყნები კიევიდან საელჩოების გადატანას ლვოვში ან პოლონეთში განიხილავენ

იმედი

AXIOS: საუდის არაბეთი „ჰუსიტების“ წინააღმდეგ ფართომასშტაბიან ოპერაციას გეგმავს, აშშ ამ ეტაპზე მას არ უერთდება

AXIOS: საუდის არაბეთი „ჰუსიტების“ წინააღმდეგ ფართომასშტაბიან ოპერაციას გეგმავს, აშშ ამ ეტაპზე მას არ უერთდება

იმედი

Reuters: ტენესიში სიკვდილით დასჯის მცდელობის შემდეგ კრისტა პაიკი უგონო მდგომარეობაშია და ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული

Reuters: ტენესიში სიკვდილით დასჯის მცდელობის შემდეგ კრისტა პაიკი უგონო მდგომარეობაშია და ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული

იმედი

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ევროპის მათემატიკური საზოგადოების ინსტიტუციური წევრია

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ევროპის მათემატიკური საზოგადოების ინსტიტუციური წევრია

იმედი