მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. AXIOS: უიტკოფი და კუშნერი ტენესიში ბირთვულ ექსპერტებს ფარულად შეხვდნენ
AXIOS: უიტკოფი და კუშნერი ტენესიში ბირთვულ ექსპერტებს ფარულად შეხვდნენ

AXIOS: უიტკოფი და კუშნერი ტენესიში ბირთვულ ექსპერტებს ფარულად შეხვდნენ

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ტენესის შტატში, ოუკ-რიჯის ეროვნულ ლაბორატორიაში იყვნენ, სადაც ტექნიკურ ექსპერტთა ჯგუფთან კონსულტაციები გამართეს. ინფორმაციას AXIOS-ი ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ექსპერტები, შესაძლოა, ირანთან ბირთვულ მოლაპარაკებებში ჩაერთონ.

გამოცემის ცნობით, თეთრი სახლი ცდილობს ირანთან ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებას, რომელიც ომის დასრულებასა და ბირთვულ საკითხებზე სიღრმისეული მოლაპარაკებების დაწყებას შეუწყობს ხელს. ამ პროცესისთვის ადმინისტრაციას სურს შესაბამისი სპეციალისტები წინასწარ მზად ჰყავდეს.

როგორც AXIOS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებსა და მედიაციის პროცესში ჩართულ რეგიონულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, აშშ-სა და ირანს შორის მემორანდუმის რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალზე ჯერ კიდევ უთანხმოება არსებობს.

წყაროების შეფასებით, მოლაპარაკებები გადამწყვეტ ეტაპზეა, თუმცა საბოლოო შეთანხმების მიღწევა ჯერ კიდევ გაურკვეველია.

„ოუკ-რიჯში გამართული შეხვედრა არ ნიშნავს, რომ შეთანხმება აუცილებლად შედგება, მაგრამ ეს იმის ნიშანია, რომ მოლაპარაკებები ძალიან სერიოზულ ფაზაში შევიდა. შეთანხმების მიღწევის რეალური შანსი არსებობს და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ“, - განაცხადა ერთ-ერთმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა.

ამერიკის წამყვანი სპეციალისტები ურანის გადამუშავებისა და ცენტრიფუგების ტექნოლოგიების სფეროში სწორედ ოუკ-რიჯის ეროვნულ ლაბორატორიასა და Y-12-ის ეროვნული უსაფრთხოების კომპლექსში მუშაობენ. წარსულში ბირთვული მასალები და აღჭურვილობა, მათ შორის ყაზახეთიდან და ლიბიიდან, სწორედ ტენესის გავლით გადაჰქონდათ.

თეთრმა სახლმა ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა. არც ეროვნული ბირთვული უსაფრთხოების ადმინისტრაციას გაუკეთებია ოფიციალური განცხადება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

იმედი

იმერეთის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი ცხელ კვალზე დააკავა

იმერეთის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი ცხელ კვალზე დააკავა

იმედი

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

იმედი

POLITICO: პენტაგონი უკრაინის სამხედრო დახმარების საკოორდინაციო ჯგუფის ხელმძღვანელობას თავს ანებებს

POLITICO: პენტაგონი უკრაინის სამხედრო დახმარების საკოორდინაციო ჯგუფის ხელმძღვანელობას თავს ანებებს

იმედი