მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. POLITICO: პენტაგონი უკრაინის სამხედრო დახმარების საკოორდინაციო ჯგუფის ხელმძღვანელობას თავს ანებებს
POLITICO: პენტაგონი უკრაინის სამხედრო დახმარების საკოორდინაციო ჯგუფის ხელმძღვანელობას თავს ანებებს

POLITICO: პენტაგონი უკრაინის სამხედრო დახმარების საკოორდინაციო ჯგუფის ხელმძღვანელობას თავს ანებებს

იმედი|imedinews.ge

პენტაგონი გერმანიაში განთავსებული, აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი ნატოს სამხედრო სტრუქტურის მართვაზე უარს ამბობს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გერმანიაში მომუშავე ჯგუფი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების კოორდინაციას ახორციელებს. გადაწყვეტილება ვაშინგტონის მიერ ევროპელი მოკავშირეებისგან ეტაპობრივი დისტანცირების კიდევ ერთ ნიშნად განიხილება.

როგორც POLITICO იუწყება, Security Assistance Group–Ukraine (SAG-U)-ის ხელმძღვანელობას მომავალში ნატოს სხვა წევრი სახელმწიფო გადაიბარებს. ამის შესახებ გამოცემას აშშ-ის ერთმა ოფიციალურმა პირმა და გეგმის შესახებ ინფორმირებულმა კიდევ სამმა წყარომ განუცხადა.

ჯგუფი რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან უკრაინელი სამხედროების შეიარაღებასა და მომზადებაში ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებდა. აშშ-ის ხელმძღვანელობის დასრულება კი იმას ნიშნავს, რომ ვაშინგტონი აღარ იქნება უშუალოდ ჩართული უკრაინის მომავალი შეიარაღებული ძალების ფორმირების პროცესში.

აშშ-ის აღნიშნული ნაბიჯი ემთხვევა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ნატოს მიმართ არსებულ ხედვას. პენტაგონმა ევროპაში განლაგებულ სარდლობებში ამერიკელი ოფიცრების რაოდენობა შეამცირა, გააუქმა სამხედრო ნაწილების როტაცია და ამჟამად ევროპაში დისლოცირებული ამერიკული ძალების გადახედვას ახორციელებს. ამასთან, აშშ მოკავშირეებს აფრთხილებს, რომ თავდაცვითი ხარჯების გაზრდის გარეშე ამერიკული მხარდაჭერის იმედი არ უნდა ჰქონდეთ, წერს გამოცემა.

„თუ ხელმძღვანელობას ევროპელი ან კანადელი ოფიცერი ჩაიბარებს, ეს იქნება კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ მოკავშირეები საკუთარ პასუხისმგებლობას ზრდიან“, - განაცხადა ნატოს ერთ-ერთმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა ანონიმურობის დაცვის პირობით.

წყაროების ინფორმაციით, ხელმძღვანელობის გადაბარების პროცესი დაახლოებით ერთ წელს გასტანს, თუმცა ეს უკრაინისთვის მიმდინარე დახმარებას არ შეაფერხებს. პროგრამას ნატო უხელმძღვანელებს, ხოლო აშშ-ის ევროპული სარდლობა (EUCOM) პროცესში ამერიკელი მოადგილის მეშვეობით დარჩება ჩართული.

„უკრაინის მხარდაჭერა კვლავაც ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება“, - განაცხადა ნატოს წარმომადგენელმა.

პენტაგონის განცხადებით, SAG-U თავიდანვე დროებით სტრუქტურად იყო ჩაფიქრებული.

„ეს ინიციატივა მიზნად ისახავს ალიანსის ფარგლებში პასუხისმგებლობის გადანაწილებას უკრაინის მხარდასაჭერად და აშშ-ის რესურსების ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის შესაბამისად გადანაწილებას“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

გერმანიის ქალაქ ვისბადენში განთავსებული Security Assistance Group–Ukraine კოორდინაციას უწევს უკრაინაში სამხედრო ტექნიკის მიწოდებას, ასევე ზედამხედველობს უკრაინელი სამხედროების მომზადებასა და ლოგისტიკურ მხარდაჭერას.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 269 სტატია.

  • უკრაინის სახელმწიფო ფინანსები კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება - უკრაინის პრემიერ-მინისტრირუსთავი 2
  • გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი ალექსეი მილჩაკოვი მოკლესფორმულა
  • უკრაინამ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო, ნავთობგადამმუშავებელ და ლოგისტიკურ ობიექტებს დაარტყაBM.GE
  • ოთარ ფარცხალაძე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მიდის – რუსული მედიანეტგაზეთი
უკრაინის →თავს →

მსგავსი სტატიები

თენგიზ შარმანაშვილი: გახარიას პარტიას და „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთი მესიჯბოქსი აქვთ, მათ ერთი პატრონი ჰყავთ

თენგიზ შარმანაშვილი: გახარიას პარტიას და „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთი მესიჯბოქსი აქვთ, მათ ერთი პატრონი ჰყავთ

იმედი

არჩილ გორდულაძე: მივეცით შანსი „გახარიელებს“, რომ დაბრუნებულიყვნენ კონსტიტუციურ ჩარჩოებში მაგრამ მათი ნებისმიერი განცხადება, პოლიტიკა ისევ და ისევ გაგრძელება არის ანტიკონსტიტუციური საქმიანობისა

არჩილ გორდულაძე: მივეცით შანსი „გახარიელებს“, რომ დაბრუნებულიყვნენ კონსტიტუციურ ჩარჩოებში მაგრამ მათი ნებისმიერი განცხადება, პოლიტიკა ისევ და ისევ გაგრძელება არის ანტიკონსტიტუციური საქმიანობისა

იმედი

დავით მათიკაშვილი „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელზე, აიკრძალოს „გახარია - საქართველოსთვის“: მას მერე, რაც პოლიტიკური შატალო შეწყვიტეს და შემობრძანდნენ პარლამენტში, იმედი გვქონდა, რომ ეს პარტიული ნაწილი იქნებოდა ადეკვატური კონსტიტუციასთან და ქართულ რეალობასთან, სამწუხაროდ ეს ასე არ არის

ლევან მახაშვილი ნორვეგიის ელჩისა და გვარამია-ჯაფარიძის ფარულ შეხვედრაზე: წარსულმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ასეთი გადაწყვეტილებები ხელს უშლიდა ნორმალური პოლიტიკური კულტურის განვითარებას ქვეყანაში და საბოლოო ჯამში, აზიანებდა საქართველოს და ამ კონკრეტული ქვეყნების ორმხრივ ურთიერთობებს