
AXIOS-ის ინფორმაციით, ირანის წინააღმდეგ მიმართულმა ამერიკულმა სანქციებმა დაშინების ეფექტი არ გამოიწვია
იმედი|imedinews.ge
გამოცემა AXIOS-ი წერს, რომ ირანის წინააღმდეგ მიმართულმა ამერიკულმა სანქციებმა დაშინების ეფექტი არ გამოიწვია.
გამოცემა ირანზე ვაშინგტონის ეკონომიკურ წნეხს მორიგ გაჭიანურებულ ულტიმატუმს უწოდებს და განმარტავს, რომ ამერიკის ხაზინის დეპარტამენტს არ სურს, გლობალურ ფინანსურ სისტემას ზიანი მიადგეს.
ამის გამო ვაშინგტონი ხანგრძლივი დიპლომატიით შეეცდება, ირანთან სავაჭრო ურთიერთობების მქონე ქვეყნები სანქციების აღსრულების აუცილებლობაში დაარწმუნოს.
AXIOS-ი აგრეთვე წერს, რომ მთავარი გამოწვევა აქ ჩინეთია. მეორადმა სანქციებმა შესაძლოა, პეკინი ირანსა და ამერიკას შორის არჩევანის წინაშე დააყენოს.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge