მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გივი მიქანაძე ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის სტეფანწმინდისა და დაბა თიანეთის ფილიალებს ესტუმრა
გივი მიქანაძე ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის სტეფანწმინდისა და დაბა თიანეთის ფილიალებს ესტუმრა

გივი მიქანაძე ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის სტეფანწმინდისა და დაბა თიანეთის ფილიალებს ესტუმრა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ილიადა წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის სტეფანწმინდისა და დაბა თიანეთის ფილიალებს ეწვია, სადაც საგანმანათლებლო სივრცეები დაათვალიერა და თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრაზე კოლეჯის დირექტორმა, თემურ ასათიანმა, მინისტრს დაწესებულებების საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და არსებული საჭიროებები გააცნო. როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, პროფესიული განათლების განვითარება ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს და სამინისტრო მომავალშიც კოლეჯების გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით, არაერთ მნიშვნელოვან ინიციატივას განახორციელებს. შეხვედრის ფარგლებში კოლეჯის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო საკითხებზე მიეღოთ პასუხები და გამოეთქვათ თავიანთი მოსაზრებები. აღნიშნულ ფილიალებში ხორციელდება პროფესიული პროგრამები ინფორმაციული ტექნოლოგიების, ინჟინერიის, სოფლის მეურნეობისა და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით და ირიცხება 60-ზე მეტი პროფესიული სტუდენტი.

კოლეჯში მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზაუტაშვილი, მცხეთა-მთიანეთის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ალუდა ღუდუშაური, ყაზბეგის მერი კობა გელაძე, ყაზბეგის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ ზილინაშვილი, თიანეთის მერი ლევან წიკლაური და თიანეთის საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ დიდებაშვილი.

ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მიქანაძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 38 სტატია.

  • 15 სექტემბრიდან პირველკლასელთა ფორმის ყიდვა მხოლოდ ონლაინ იქნება შესაძლებელი - გივი მიქანაძეBM.GE
  • "ის, რომ პოლიესტერი დამაზიანებელია, მოგონილი სპეკულაციაა" - მიქანაძე სასკოლო ფორმების ხარისხსა და ღირებულებაზე საუბრობსტვ პირველი
  • მიქანაძე: არაა სავალდებულო სკოლის ფორმები ჩვენგან შეიძინონ - შეუძლიათ გამოიწერონ ან შეაკერინონფორმულა
  • გივი მიქანაძე: სასკოლო ფორმების ყველა მოდელმა წარმატებით გაიარა საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიის მიერ ჩატარებული კვლევების დადგენილი ტესტირებები და სრულად აკმაყოფილებს დაწესებულ მოთხოვნებსა და სტანდარტებსრუსთავი 2
მიქანაძე →

მსგავსი სტატიები

ბათუმი Wanderlust Reader Travel Awards-ზე ევროპის სასურველი სამოგზაურო ქალაქების კატეგორიაშია ნომინირებული

ბათუმი Wanderlust Reader Travel Awards-ზე ევროპის სასურველი სამოგზაურო ქალაქების კატეგორიაშია ნომინირებული

იმედი

პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც რუსეთის მთავრობას უფლებას აძლევს კერძო მესაკუთრეს ჩამოართვას ობიექტი, თუ მან მისი დაცვა ვერ მოახერხა

პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც რუსეთის მთავრობას უფლებას აძლევს კერძო მესაკუთრეს ჩამოართვას ობიექტი, თუ მან მისი დაცვა ვერ მოახერხა

იმედი

დიმიტრი სამხარაძე: გახსოვთ ალბათ, „შავ სიაში“ მყოფი ადამიანები - 600 ათასზე მეტ მოქალაქეზეა საუბარი, რომელთაგან, ბიძინა ივანიშვილს არავინ განურჩევია პოლიტიკური თუ სხვა კუთვნილების გამო და დღეს, გადამთიელების დავალებებით, მანქურთი რადიკალები ცდილობენ ეს ყველაფერი წაშალონ

მაია ომიაძე: სტატისტიკური მონაცემის თანახმად ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში არასოდეს ამდენი მოგზაური არ ჩამოსულა - თუნდაც 2026 წლის პირველ კვარტალში და საერთო სტატისტიკაში მათი წილი 9,1%-ია