მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. აზერბაიჯანი გმობს ისრაელის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებას და მას „ისტორიული ფაქტების დამახინჯებას“ უწოდებს
აზერბაიჯანი გმობს ისრაელის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებას და მას „ისტორიული ფაქტების დამახინჯებას“ უწოდებს

აზერბაიჯანი გმობს ისრაელის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებას და მას „ისტორიული ფაქტების დამახინჯებას“ უწოდებს

იმედი|imedinews.ge

აზერბაიჯანი გმობს ისრაელის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებას და მას „ისტორიული ფაქტების დამახინჯებას“ უწოდებს.

ისრაელმა 1915 წლის სომეხთა გენოციდი ოფიციალურად გუშინ პირველად აღიარა, თურქეთთან ურთიერთობების გაუარესების ფონზე.

თურქეთი უარყოფს, რომ პირველი მსოფლიო ომის პერიოდის სისასტიკე გენოციდს წარმოადგენს. ანალოგიურ პოზიციას იკავებს აზერბაიჯანიც, რომელსაც ისრაელთან მჭიდრო ურთიერთობა აქვს.

„ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილება ე.წ. „სომეხთა გენოციდთან“ დაკავშირებით სერიოზული შეშფოთების საგანია“, - ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. „1915 წლის მოვლენების ირგვლივ ისტორიული ფაქტების დამახინჯება და რთული ისტორიული საკითხის პოლიტიკურ გადაწყვეტილებამდე დაყვანა, მყარი სამართლებრივი თუ მეცნიერული საფუძვლის გარეშე, მიუღებელია“.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „ასეთი ქმედებები არ უწყობს ხელს შერიგებას ან ურთიერთგაგებას. პირიქით, ის აღრმავებს არსებულ განხეთქილებას და ძირს უთხრის რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევის მცდელობებს. ჩვენ მოვუწოდებთ ისრაელის მთავრობას, გადახედოს ამ გადაწყვეტილებას“.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი