
აზერბაიჯანში, ქალაქ შუშაში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერის, ვარლამ ლიპარტელიანის მონაწილეობით პანელური დისკუსია გაიმართება
იმედი|imedinews.ge
აზერბაიჯანში, ქალაქ შუშაში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერის, ვარლამ ლიპარტელიანის მონაწილეობით პანელური დისკუსია გაიმართება თემაზე - „პოსტკონფლიქტური რეკონსტრუქცია: თანამედროვე გამოწვევები ურბანულ დაგეგმარებაში“.
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის დელეგაცია შუშაში აზერბაიჯანის მმართველი პარტიის, „ახალი აზერბაიჯანის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მიწვევით იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში არიან ბორდის წევრები: მარიამ გრიგოლიშვილი და თეკლა თიკანაშვილი.
რეგიონული წვლილი გლობალურ უსაფრთხოებაში, მშვიდობის მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში - აღნიშნულ თემებზე კონფერენციის მონაწილეები 2 დღის განმავლობაში იმსჯელებენ.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge