მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. უილსონი: "ოცნება" საქართველოს ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე ჰყიდის" - Netgazeti
უილსონი: "ოცნება" საქართველოს ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე ჰყიდის" - Netgazeti

უილსონი: "ოცნება" საქართველოს ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე ჰყიდის" - Netgazeti

ნეტგაზეთი9 სექტემბერი, 2026, 10:54|netgazeti.ge

ამერიკელი კონგრესმენი რესპუბლიკური პარტიიდან, ჯო უილსონი ეხმაურება საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები თითქმის მეოთხედით შემცირდა და მთავარი ინვესტორი ქვეყანა ჩინეთი გახდა.

„ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმის წყალობით, ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ გადაუსწრო დიდ ბრიტანეთს და საქართველოში უმსხვილესი ინვესტორი გახდა.

ჩკპ-ის (ჩინეთის კომუნისტური პარტიის) „ინვესტიცია“ ყოველთვის დამანგრეველია და ქვეყანაზე კონტროლის აღებას ემსახურება. „ქართული ოცნება“ საქართველოს ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე ჰყიდის”, – წერს უილსონი X-ზე.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 468.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი 23.2 პროცენტით ჩამორჩება 2025 წლის ანალოგიური პერიოდის, კერძოდ მეორე კვარტლის, დაზუსტებულ მონაცემებს.

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობის კლება ძირითადად განპირობებულია რეინვესტიციის მაჩვენებლის შემცირებით.

2026 წლის მეორე კვარტალში ინვესტიციების სტრუქტურა კომპონენტების მიხედვით შემდეგნაირად განაწილდა:

სააქციო კაპიტალის მოცულობამ 210.5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. სააქციო კაპიტალის წილი მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 44.9 პროცენტს წარმოადგენს. რეინვესტიციამ (რაც განისაზღვრება როგორც სხვაობა მოგება-ზარალსა და დივიდენდებს შორის) 300.5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. რეინვესტიციის წილი ინვესტიციების მთლიან მოცულობაში 64.1 პროცენტით განისაზღვრა. სავალო ვალდებულებების (სავაჭრო კრედიტები და სესხები) მაჩვენებელმა -42.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები

წინასწარი მონაცემების მიხედვით, 2026 წლის მეორე კვარტალში უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების სამეულზე ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 83.3 პროცენტი მოდის. მიმდინარე კვარტალში აბსოლუტური ლიდერობა ჩინეთმა მოიპოვა.

ძირითადი ინვესტორი ქვეყნების მონაცემები ასე გამოიყურება: პირველ ადგილზე ჩინეთია 219.5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციით. ჩინეთის წილი მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 46.8 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს გაერთიანებული სამეფო 123.5 მილიონი აშშ დოლარით. გაერთიანებული სამეფოს წილი საერთო მოცულობაში 26.3 პროცენტია. მესამე პოზიციაზე იმყოფება არაბთა გაერთიანებული საამიროები 47.7 მილიონი აშშ დოლარით. არაბთა გაერთიანებული საამიროების წილი მთლიან ინვესტიციებში 10.2 პროცენტით განისაზღვრა.

დანარჩენ ინვესტორ ქვეყნებს შორის გამოირჩევიან: მალტა (47.3 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (29.8 მლნ. აშშ დოლარი), ისრაელი (25.6 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (24.3 მლნ. აშშ დოლარი). მათ გარდა ათეულში ასევე შედიან გერმანია, რუსეთი და იაპონია.

უცხოური კაპიტალისთვის ყველაზე მიმზიდველ სფეროდ ფინანსური სექტორი რჩება. განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, სამი უმსხვილესი სექტორის ჯამური წილი 82.4 პროცენტს უტოლდება.

ეკონომიკის სექტორების მიხედვით ინვესტიციები შემდეგნაირად გადანაწილდა:

ყველაზე მეტი ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა, რამაც 207.6 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია. საფინანსო და სადაზღვევო სექტორის წილი ინვესტიციების მთლიან მოცულობაში 44.3 პროცენტია. მეორე ადგილზეა უძრავი ქონების სექტორი 119.9 მილიონი აშშ დოლარით. უძრავი ქონების სექტორში ჩადებული თანხა ინვესტიციების 25.6 პროცენტს წარმოადგენს. მესამე პოზიციას იკავებს დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 59.0 მილიონი აშშ დოლარით. დამამუშავებელი მრეწველობის წილი საერთო მოცულობის 12.6 პროცენტს შეადგენს.

სხვა ეკონომიკურ სექტორებში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა ასეთია: მშენებლობა – 34.4 მლნ. აშშ დოლარი, ვაჭრობა – 16.4 მლნ. აშშ დოლარი, ენერგეტიკა – 9.3 მლნ. აშშ დოლარი, ტრანსპორტი – 8.7 მლნ. აშშ დოლარი, ხელოვნება, გართობა და დასვენება – 7.4 მლნ. აშშ დოლარი, ინფორმაცია და კომუნიკაცია – 5.5 მლნ. აშშ დოლარი, სოფლის მეურნეობა – 4.6 მლნ. აშშ დოლარი.

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ოცნების

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 48 სტატია.

  • "მინდა ვუთხრა პაპუაშვილს..." - ღარიბაშვილი წერს, რომ მას "ოცნება" დაუნდობლად ებრძვისტვ პირველი
  • ზაზა შათირიშვილი: კიდევ ერთი თავისებურება, რომელიც რადიკალ ოპოზიციონერებს ახასიათებთ, კონკრეტული გავლენიანი უცხო ძალების იმედზე ყოფნაა. მოელიან, რომ მათსავე გონებაში წარმოქმნილ სასურველ რეალობაში გაიღვიძებენ - „ქართული ოცნება“ ჩამოიშლება, თავად კი კვლავ შეძლებენ ხელში ჩაიგდონ ძალაუფლება და ჩვენი ქვეყნის სადავეები კვლავაც იმ ძალებს დაუქვემდებარონ, რომლებსაც უცხოეთში იმედით შეჰყურებენიმედი
  • "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა, სადაც ახალი საკანონმდებლო ინიციატივები და საორგანიზაციო საკითხები განიხილესრუსთავი 2
  • "ოცნებამ" სამართლიანობა ვერ აღადგინა… "ალბატროსი" ისევ ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა|ბიზნესმენიBM.GE
ოცნების →

მსგავსი სტატიები

ფარცხალაძე ირწმუნება, რომ საკუთარი დანაყოფის შექმნამდე, “არბატის” მოხალისეთა კორპუსში მსახურობდა

ფარცხალაძე ირწმუნება, რომ საკუთარი დანაყოფის შექმნამდე, “არბატის” მოხალისეთა კორპუსში მსახურობდა

ნეტგაზეთი

ერევანი ასაჩივრებს მოსკოვის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს სომხურ პროდუქციაზე

ერევანი ასაჩივრებს მოსკოვის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს სომხურ პროდუქციაზე

ნეტგაზეთი

ჯუანშერ ბურჭულაძე პროკურატურასთან მოლაპარაკებას აწარმოებს 10-წლიან საქმეზეც

ჯუანშერ ბურჭულაძე პროკურატურასთან მოლაპარაკებას აწარმოებს 10-წლიან საქმეზეც

ნეტგაზეთი

„TI-საქართველო“ საბა სხვიტარიძის საქმეს სტრასბურგში ასაჩივრებს

„TI-საქართველო“ საბა სხვიტარიძის საქმეს სტრასბურგში ასაჩივრებს

ნეტგაზეთი