მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ბაჩანა სურმავა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: გამოხატვის თავისუფლება არ არის აბსოლუტური და შეიძლება შეიზღუდოს. თუკი არსებობს ისეთი წინაპირობები, რომ სხვა უფრო მსუბუქი სახდელები ვერ უზრუნველყოფდა იმ მიზნის მიღწევას, რომ ამ ადამიანს სხვა ადამიანების რეპუტაცია და ღირსება არ შეელახა, ასეთ უკიდურეს შემთხვევაში სასამართლომ ჩათვალა, რომ სასჯელის შეფარდება თავისუფლების აღკვეთის სახით კონვენციასთან შესაბამისი იყო
ბაჩანა სურმავა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: გამოხატვის თავისუფლება არ არის აბსოლუტური და შეიძლება შეიზღუდოს. თუკი არსებობს ისეთი წინაპირობები, რომ სხვა უფრო მსუბუქი სახდელები ვერ უზრუნველყოფდა იმ მიზნის მიღწევას, რომ ამ ადამიანს სხვა ადამიანების რეპუტაცია და ღირსება არ შეელახა, ასეთ უკიდურეს შემთხვევაში სასამართლომ ჩათვალა, რომ სასჯელის შეფარდება თავისუფლების აღკვეთის სახით კონვენციასთან შესაბამისი იყო

იმედი|imedinews.ge

პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწე ბაჩანა სურმავა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.

მისი თქმით, გამოხატვის თავისუფლება არ არის შეუზღუდავი და თუკი ის ლახავს სხვა ადამიანის ღირსებას, რეაგირება უნდა იყოს სამართლებრივი.

„მთავარი პრინციპები, რაც ზოგადად შეიძლება ითქვას, არის ის, რომ გამოხატვის თავისუფლება არ არის აბსოლუტური, შეიძლება შეიზღუდოს და თუკი არსებობს ისეთი წინაპირობები, როგორი წინაპირობებიც ამ შემთხვევაში არსებობდა, ანუ უკიდურესად უხამსი ინფორმაცია ვრცელდებოდა, სიტყვები ვრცელდებოდა უკიდურესად უხამსი და დადასტურებული იყო, რომ სხვა უფრო მსუბუქი სახდელები ვერ უზრუნველყოფდა იმ მიზნის მიღწევას, რომ ამ ადამიანს სხვა ადამიანების რეპუტაცია და ღირსება არ შეელახა, ასეთ უკიდურეს შემთხვევაში ჩათვალა, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით სასჯელის შეფარდება, თავისუფლების აღკვეთის სახით, კონვენციასთან შესაბამისი იყო“, - განაცხადა ბაჩანა სურმავა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სლოვენიის სასამართლოს გადაწყვეტილება განიხილა. ლუბლიანის საოლქო სასამართლომ მოსარჩელე დამნაშავედ ცნო შეურაცხყოფის ორი და ცილისწამების ერთი ეპიზოდისთვის და სასჯელის სახით 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სტრასბურგის სასამართლოს შეფასებით, დაკისრებული სასჯელის სახე და ზომა წარმოადგენს იმ ფაქტორს, რომელიც მხედველობაში უნდა იყოს მიღებული გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის პროპორციულობის შეფასებისას. სასამართლომ აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა „დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი“ იყო.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ბალტიისპირეთის ქვეყნებში შტორმს მსხვერპლი მოჰყვა

ბალტიისპირეთის ქვეყნებში შტორმს მსხვერპლი მოჰყვა

იმედი

ოქროს ლიგის განახლებული სეზონისთვის მოსამზადებლად თბილისის „ლოკომოტივის“ 19-წლამდელთა საფეხბურთო გუნდი ავსტრიაში იმყოფებოდა

ოქროს ლიგის განახლებული სეზონისთვის მოსამზადებლად თბილისის „ლოკომოტივის“ 19-წლამდელთა საფეხბურთო გუნდი ავსტრიაში იმყოფებოდა

იმედი

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა

იმედი

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ფეისბუკპოსტებით დაპირისპირების სერიას თამარ ჩერგოლეიშვილი განაგრძობს - იგი სააკაშვილს მანიპულატორს უწოდებს

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ფეისბუკპოსტებით დაპირისპირების სერიას თამარ ჩერგოლეიშვილი განაგრძობს - იგი სააკაშვილს მანიპულატორს უწოდებს

იმედი