
ბაჩო ოდიშარია: საკუთარი სიშლეგისა და უვიცობის მორიგი დემონსტრირებისას სააკაშვილს განუცხადებია, მე ოდისევსი ვარ, საქართველო კი პენელოპე - მიშას „ოდისეა“ რომ წაკითხული ჰქონდეს, საკუთარ თავს ანტინოოსში დაინახავდა, რომელიც ჰომეროსს ზნეობრივი დაცემის სიმბოლოდ ჰყავს გამოყვანილი
თუ „ოდისეადან“ სააკაშვილთან ვინმეს დაპარალელება შეიძლება, ეს სწორედ ანტინოოსია - ტირანი, რომელიც ითაკას აცარიელებდა, ძალადობდა, სხვებს განადგურებით ემუქრებოდა და რომლის დანაშაულებრივი თავგასულობაც საბოლოოდ სამართლიანობისა და გარდაუვალი განაჩენის აღსრულებით დასრულდა, - წერს კინომცოდნე ბაჩო ოდიშარია სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, სააკაშვილს „ოდისეა“ რომ წაკითხული ჰქონდეს, საკუთარ თავს, ანტინოოსში დაინახავდა და არა ოდისევსში.
ოდიშარია ,,მიშას და მის სხვა ნაცლიბერალ მხევლებს“ ურჩევს, რომ თავიანთი ,,კარის მჯღაბნელების“, მაგალითად, ლაშა ბუღაძის ციტატები წერონ და მათთან მისადავებელიც არაფერი იქნება.
,,საკუთარი სიშლეგისა და უვიცობის მორიგი დემონსტრირებისას სააკაშვილს განუცხადებია, მე ოდისევსი ვარ, საქართველო კი პენელოპეა, რომელიც ქმარს ოცი წელი ერთგულად ელოდებოდაო. მიშას „ოდისეა“ რომ წაკითხული ჰქონდეს, საკუთარ თავს, რა თქმა უნდა, ანტინოოსში დაინახავდა - კაცში, რომელიც ითაკას სამეფო სასახლეს მიიტაცებს და ძარცვავს, რომელიც სიხარბის განსახიერებაა: ყოველდღიურად კლავს ოდისევსის საქონელს, სვამს მის ღვინოს, ითვისებს ითაკას რესურსებს და სჯერა, რომ ეს ყველაფერი კანონიერად ეკუთვნის.
ჰომეროსს ანტინოოსი ზნეობრივი დაცემის სიმბოლოდ ჰყავს გამოყვანილი. ის არა მხოლოდ ფსიქოლოგიურად ძალადობს პენელოპეზე, არამედ სრულიად არის პასუხისმგებელია იმ სექსუალურ ძალადობასა და ექსპლუატაციაზე, რასაც ის და მისი ჯგუფი სასახლის მხევლებსა და მსახურ ქალებზე ახორციელებენ. რეალობის შეგრძნებადაკარგულსა და საკუთარ დაუსჯელობაში დარწმუნებულ ანტინოოსს მაშინაც კი დაცინვით უჭირავს ჭიქა და სმას განაგრძობს, როცა ოდისევსი მშვილდს მომართავს.
მოკლედ, თუ „ოდისეადან“ სააკაშვილთან ვინმეს დაპარალელება შეიძლება, ეს სწორედ ანტინოოსია - ტირანი, რომელიც ითაკას აცარიელებდა, ძალადობდა, სხვებს განადგურებით ემუქრებოდა და რომლის დანაშაულებრივი თავგასულობაც საბოლოოდ სამართლიანობისა და გარდაუვალი განაჩენის აღსრულებით დასრულდა.
ხოდა, მიშა და მისი სხვა ნაცლიბერალი მხევლები, გაეშვით ჰომეროსს და, ზოგადად, დიდ ტექსტებს, რომლებთანაც არაფერი გესაქმებათ. აციტირეთ ხოლმე თქვენი კარის მჯღაბნელები, მაგალითად - ლაშა ბუღაძე, და მოსადავებელიც არაფერი იქნება“, - წერს ოდიშარია.
იმედი
წყარო: imedinews.ge