
ბადმინტონის მოთამაშეებმა ქეთევან წამალაიძემ და ნინო ტუხაშვილმა „Azerbaijan Junior Open 2026-ზე“ წყვილთა კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს
იმედი|imedinews.ge
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში 14-16 აგვისტოს იუნიორთა შორის ბადმინტონის საერთაშორისო კატეგორიის ტურნირი გაიმართა.
სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ქართველმა სპორტსმენებმა, ქეთევან წამალაიძემ და ნინო ტუხაშვილმა „Azerbaijan Junior Open 2026-ზე“ წყვილთა კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, რაც საქართველოსთვის ისტორიული შედეგია.
მეოთხედფინალში ქართველმა წყვილმა აზერბაიჯანელი წყვილი დაამარცხა, ნახევარფინალური შეხვედრა კი არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენელ წყვილთან დათმო და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge