მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ბაგების დასახლებაში, მულტიფუნქციურ ცენტრში მოეწყობა საცურაო აუზი, რომელიც იქნება როგორც ღია, ისე დახურული ტიპის
ბაგების დასახლებაში, მულტიფუნქციურ ცენტრში მოეწყობა საცურაო აუზი, რომელიც იქნება როგორც ღია, ისე დახურული ტიპის

ბაგების დასახლებაში, მულტიფუნქციურ ცენტრში მოეწყობა საცურაო აუზი, რომელიც იქნება როგორც ღია, ისე დახურული ტიპის

იმედი|imedinews.ge

თბილისის მერიის ინიციატივით, წყნეთის გზატკეცილზე დაგეგმილია მუნიციპალური მულტიფუნქციური სპორტული ცენტრის მშენებლობა. პროექტის შესყიდვის მიზნით, თბილისის მერია შესაბამის კონკურს აცხადებს, - ამის შესახებ დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, წინადადებების მიღება უკვე დაწყებულია და 17 ივლისს დასრულდება.

„ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო, ვაკის რაიონში, ბაგების დასახლებაში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა. ზოგადად, მულტიფუნქციური ცენტრები ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბოლო წლებში ორი დიდი პროექტი განვახორციელეთ - დიდ დიღომსა და სამგორის რაიონში. ორივე ცენტრი სრული დატვირთვით მუშაობს და დიდი პოპულარობით სარგებლობს. გარდა ამისა, გვაქვს საინტერესო პროგრამა 60 წლის ზემოთ ადამიანებისთვის, რომელთაც ეს ინფრასტრუქტურა ყოველგვარი გადასახადის გარეშე შეუძლიათ გამოიყენონ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ახალ ცენტრში პირველად განხორციელდება ღია ტიპის საცურაო აუზის პროექტი.

„სპორტულ ცენტრში განთავსდება საცურაო აუზი ზომით 50X25-ზე, რომელიც იქნება როგორც ღია, ისე დახურული ტიპის. მსგავსი პროექტი ჯერ არ გაგვიკეთებია. ასევე, მოეწყობა დახურული 7X7-ზე ზომის საფეხბურთო მოედანი, ფიტნეს დარბაზი და პადელის კორტები. ობიექტს ექნება საპარკინგე სივრცე და ტერიტორია კაფესთვის. აღნიშნულის განსახორციელებლად, პროექტის შესყიდვის მიზნით, თბილისის მერია აცხადებს კონკურს. წინადადებების მიღება უკვე დაწყებულია და დასრულდება 17 ივლისს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა და იმედი გამოთქვა, რომ იქნება შესაბამისი დაინტერესება, რათა თბილისში კიდევ ერთი გამორჩეული არქიტექტურის პროექტი განხორციელდეს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი