მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ბანგკოკში, ბარში გაჩენილ ხანძარს ათობით ადამიანი ემსხვერპლა
ბანგკოკში, ბარში გაჩენილ ხანძარს ათობით ადამიანი ემსხვერპლა

ბანგკოკში, ბარში გაჩენილ ხანძარს ათობით ადამიანი ემსხვერპლა

იმედი|imedinews.ge

ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში პოპულარულ ბარში ძლიერმა ხანძარმა 27 ადამიანი იმსხვერპლა, არიან დაშავებულები.

თვითმხილველების თქმით, ცეცხლი პოპულარულ ჩატუჩაკის რაიონში მდებარე ბარის სცენასთან გაჩნდა, რის შემდეგაც სწრაფად გავრცელდა, რამაც ელექტროენერგიის გათიშვა და ოთახის კვამლით შევსება გამოიწვია.

ინტერნეტში გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ ყვირიან პანიკაში ჩავარდნილი მომხმარებლები, როდესაც ცეცხლმოკიდებული წინა კარიდან გარბიან - ზოგიერთ მათგანის ტანსაცმელს ცეცხლი უკიდია.

მეხანძრეებმა, რომლებიც შემთხვევის ადგილზე შუაღამის შემდეგ მალევე მივიდნენ, ხანძარი სწრაფად ჩააქრეს. გარდაცვლილთა ცხედრების დიდი ნაწილი სააბაზანოში იპოვეს, სადაც, როგორც ჩანს, თავშესაფარს ეძებდნენ.

ბანგკოკის კატასტროფების შედეგების ლიკვიდაციის დეპარტამენტის წინასწარი გამოძიება ვარაუდობს, რომ ხანძარი, შესაძლოა, კონდიციონერში ელექტროენერგიის მოკლე ჩართვას გამოეწვია, თუმცა ოფიციალური მიზეზი ჯერ არ დასახელებულა. ხელისუფლებამ მომხდარის საფუძვლიანი გამოძიების პირობა დადო.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თამარ ჩერგოლეიშვილი დავით ზურაბიშვილზე: ამ ჭორიკანა ცილისმწამებელ ცვედანთან ბიძინაც მართალია და მიშაც - გავლენა მაქვს ყოველთვის და ყველგან, საბავშვო ბაღიდან მოყოლებული - ზურაბიშვილად არ დავბადებულვარ და იმიტომ

დავით ზურაბიშვილი: არაფორმალურ დონეზე ჩერგოლეიშვილის ძალაუფლება იყო გაცილებით მეტი, ვიდრე მინისტრთა კაბინეტის აბსოლუტური უმრავლესობის. ხანდახან თვითონაც წამოსცდება ხოლმე უნებურად, იტყვის: „შევედი მიშასთან და ვუთხარი“ ან „გიგის დავურეკე და გამოვართვი ავტობუსები“. ახლა აბოლებს ახალგაზრდებს, თითქოს ერთი ფრილანსერი იდეალისტი იყო წარსულში

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო: თევზის იმპორტის ზრდის ფონზე სახელმწიფო ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას აძლიერებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო: თევზის იმპორტის ზრდის ფონზე სახელმწიფო ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას აძლიერებს

იმედი

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსმა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელთან შეხვედრა დაადასტურა

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსმა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელთან შეხვედრა დაადასტურა

იმედი