მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო: თევზის იმპორტის ზრდის ფონზე სახელმწიფო ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას აძლიერებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო: თევზის იმპორტის ზრდის ფონზე სახელმწიფო ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას აძლიერებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო: თევზის იმპორტის ზრდის ფონზე სახელმწიფო ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას აძლიერებს

იმედი|imedinews.ge

აკვაკულტურის განვითარების მიზნით, სახელმწიფო ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას ახორციელებს. აგროთანადაფინანსების ახალი პროგრამა ითვალისწინებს როგორც არსებული მტკნარი წყლის აკვაკულტურისა და მარიკულტურის მეურნეობების გაფართოებისა და მოდერნიზების, ისე ახალი მეურნეობების მოწყობის თანადაფინანსებას, - აღნიშნულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე განცხადებით, სახელმწიფოს მხარდაჭერა ხელს უწყობს საქართველოში იმ პროდუქციის წარმოების ზრდას, რომლის ადგილობრივად მიღებაც შესაძლებელია. თუმცა, თევზის ბაზარზე იმპორტის სრულად ჩანაცვლება ვერ მოხდება, რადგან საქართველოში მოხმარებული თევზის მნიშვნელოვანი ნაწილი საოკეანო წარმოშობისაა.

მიმდინარე წლის იანვარ-ივლისის პერიოდში საქართველოში გაყინული თევზის იმპორტმა 11 ათასი ტონა შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.4%-ით მეტია. იმპორტირებული პროდუქციის საერთო ღირებულებამ 37.6 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.

ამასთან, მიმდინარე წელს გაიზარდა ატლანტიკური ორაგულისებრი თევზის იმპორტი. აღნიშნული პროდუქცია შედარებით მაღალი ღირებულების სეგმენტს მიეკუთვნება და მისი წილის ზრდა მთლიან იმპორტში საშუალო საიმპორტო ფასზეც აისახება. საქართველოს თევზის ბაზარი მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული საერთაშორისო ბაზრებთან. შესაბამისად, თევზის ფასებზე გავლენას ახდენს გლობალურ ბაზარზე მიწოდებისა და მოთხოვნის დინამიკა, ლოგისტიკური ხარჯები, მომწოდებელ ქვეყნებში არსებული ვითარება და კონკრეტული სახეობების საერთაშორისო ფასები.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამინისტრო

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 105 სტატია.

  • 1 კგ ატმისა და ვაშლატამას საშუალო საექსპორტო ფასი $1.24-ია - სამინისტროBM.GE
  • სოფელ სნოს საჯარო სკოლასთან დაკავშირებით ინფრასტრუქტურის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს რუსთავი 2
  • ჯანდაცვის სამინისტრო იშვიათი დაავადების მედიკამენტს შეიძენსნეტგაზეთი
  • BMG: ეკონომიკის სამინისტროში ადასტურებენ, რომ დავით ვარდიაშვილი სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორის მოვალეობას ასრულებსტვ პირველი
სამინისტრო →

მსგავსი სტატიები

თამარ ჩერგოლეიშვილი დავით ზურაბიშვილზე: ამ ჭორიკანა ცილისმწამებელ ცვედანთან ბიძინაც მართალია და მიშაც - გავლენა მაქვს ყოველთვის და ყველგან, საბავშვო ბაღიდან მოყოლებული - ზურაბიშვილად არ დავბადებულვარ და იმიტომ

დავით ზურაბიშვილი: არაფორმალურ დონეზე ჩერგოლეიშვილის ძალაუფლება იყო გაცილებით მეტი, ვიდრე მინისტრთა კაბინეტის აბსოლუტური უმრავლესობის. ხანდახან თვითონაც წამოსცდება ხოლმე უნებურად, იტყვის: „შევედი მიშასთან და ვუთხარი“ ან „გიგის დავურეკე და გამოვართვი ავტობუსები“. ახლა აბოლებს ახალგაზრდებს, თითქოს ერთი ფრილანსერი იდეალისტი იყო წარსულში

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსმა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელთან შეხვედრა დაადასტურა

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსმა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელთან შეხვედრა დაადასტურა

იმედი

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამეთაურო-საშტაბო სწავლება გაიმართა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამეთაურო-საშტაბო სწავლება გაიმართა

იმედი