მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევიდა
ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევიდა

ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევიდა

იმედი|imedinews.ge

ბაქოში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა და აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა, რაშად ნაბიევმა ხელი მოაწერეს ორმხრივი საკოორდინაციო საბჭოს პროტოკოლს, რომლითაც ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევიდა.

სამინისტროს ინფორმაციით, ამით წარმატებით დასრულდა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის მრავალწლიანი განხორციელების ისტორიული პროცესი - სტრატეგიული ინიციატივა, რომელსაც 2007 წელს საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ერთობლივი ძალისხმევით ჩაეყარა საფუძველი.

ხელმოწერას წინ უძღოდა მრავალთვიანი მოლაპარაკება მხარეებს შორის და საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ძლიერი პოლიტიკური ნების, მჭიდრო კოორდინაციისა და ინტენსიური ერთობლივი მუშაობის შედეგად შესაძლებელი გახდა ყველა დარჩენილი საკითხის წარმატებით გადაწყვეტა.

წლების განმავლობაში პროექტს თან ახლდა არაერთი ტექნიკური, ინფრასტრუქტურული, სამართლებრივი და ორგანიზაციული გამოწვევა, რაც აფერხებდა მის სრულყოფილად დასრულებასა და სრულმასშტაბიან ექსპლუატაციაში შესვლას, რაც წარმატებით დასრულდა.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა წარმოადგენს საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივ სტრატეგიულ პროექტს, რომელიც დაფუძნებულია საერთო ხედვაზე, რეგიონულ პარტნიორობასა და აზიასა და ევროპას შორის მდგრადი დაკავშირებადობის გაძლიერების საერთო მიზანზე. პროექტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მსგავსი მასშტაბის რეგიონული ინფრასტრუქტურული ინიციატივების განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით, კოორდინაციითა და პარტნიორობით.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა დღეს უკვე წარმოადგენს შუა დერეფნის ერთ-ერთ საკვანძო კომპონენტს და განსაკუთრებულ როლს ასრულებს აზიასა და ევროპას შორის თანამედროვე, საიმედო და კონკურენტუნარიანი სატრანსპორტო-ლოგისტიკური მარშრუტების ფორმირებაში. პროექტის მნიშვნელობა განსაკუთრებით იზრდება ჩინეთსა და ევროპას შორის მზარდი სატვირთო ნაკადებისა და შუა დერეფნის მიმართ გაზრდილი საერთაშორისო ინტერესის ფონზე.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სრულმასშტაბიანი ოპერირება მნიშვნელოვნად ამცირებს ტვირთების გადაზიდვის დროს აზიასა და ევროპას შორის, დაახლოებით 10 დღემდე, ხოლო დერეფნის წლიური გამტარუნარიანობა 5 მილიონ ტონას აღწევს. ეს ქმნის შესაძლებლობებს რეგიონული ვაჭრობის გაფართოების, სატრანზიტო პოტენციალის ზრდისა და ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის.

პროექტი ასევე მნიშვნელოვნად აძლიერებს საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის როლს, როგორც რეგიონული ლოგისტიკური და სატრანსპორტო ჰაბების, რომლებიც უზრუნველყოფენ საიმედო და ეფექტიან დაკავშირებადობას აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის ქართული მონაკვეთის ოპერატორი იქნება საქართველოს რკინიგზა, რაც ხაზს უსვამს საქართველოსა და ქართული სარკინიგზო ინფრასტრუქტურის საკვანძო როლს შუა დერეფნის ეფექტიანი, მდგრადი და კონკურენტუნარიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 222 სტატია.

  • კონსპირაციული ბინა თბილისის ცენტრში - პოლიციამ კანაფის სათბურები აღმოაჩინა და ორგანიზებული ჯგუფის წევრები დააკავარუსთავი 2
  • თბილისის ტრამვაის ტენდერში მონაწილე თურქული კომპანია YDA İnşaat-ი შედეგებს ასაჩივრებსBM.GE
  • აქტივისტი, რუსკა მჭედლიძე საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის წინააღმდეგ თბილისის პროკურატურაში ჩვენებას აძლევსტვ პირველი
  • თბილისში, მშენებარე ობიექტიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპანეტგაზეთი
თბილისის →სრულად →

მსგავსი სტატიები

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

იმედი

ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტის მოსამზადებლად სამუშაოები დაიწყო

ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტის მოსამზადებლად სამუშაოები დაიწყო

იმედი

ლევან მაჭავარიანი ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ძალიან დიდი დიპლომატიური სამუშაო არის გაწეული და ეს მუშაობა გრძელდება

ლევან მაჭავარიანი ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ძალიან დიდი დიპლომატიური სამუშაო არის გაწეული და ეს მუშაობა გრძელდება

იმედი

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

იმედი