მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ბათუმი Wanderlust Reader Travel Awards-ზე ევროპის სასურველი სამოგზაურო ქალაქების კატეგორიაშია ნომინირებული
ბათუმი Wanderlust Reader Travel Awards-ზე ევროპის სასურველი სამოგზაურო ქალაქების კატეგორიაშია ნომინირებული

ბათუმი Wanderlust Reader Travel Awards-ზე ევროპის სასურველი სამოგზაურო ქალაქების კატეგორიაშია ნომინირებული

იმედი|imedinews.ge

პოპულარულმა ბრიტანულმა სამოგზაურო პლატფორმამ Wanderlust, ბათუმი ევროპის ყველაზე სასურველი სამოგზაურო ქალაქების ნომინაციაში დაასახელა.

Wanderlust Travel Awards-ის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიაზე ბათუმი ისეთ ცნობილ ევროპულ მიმართულებებთან ერთადაა ნომინირებული, როგორებიცაა ბრიუსელი, პორტო, პრაღა, ბერლინი, მადრიდი, ვალენსია, ბუდაპეშტი, დუბლინი, ათენი, ბოლონია, სტამბოლი და ბორდო.

ბათუმთან ერთად 2026 წლის Reader Travel Awards-ზე ქვეყნების კატეგორიაში საქართველოა ნომინირებული. ნომინაციებისთვის ხმის მიცემა მსურველებს 27 ოქტომბრამდე Wanderlust-ის ვებ-გვერდზე https://www.wanderlustmagazine.com/about-us/our-awards/2026-reader-travel-awards-voting-form/ შეუძლიათ. გამარჯვებული ნოემბერში, ლონდონში გამართულ Wanderlust Travel Awards-ის დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდება.

ბრიტანული სამოგზაურო გამოცემა Wanderlust საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებების გამოსავლენად კონკურსს ყოველწლიურად მართავს. ხმის მიცემის შედეგად კი, სამოგზაურო გამოცემის მკითხველი მისთვის სასურველ ტურისტულ ქალაქებს, რეგიონებს, ქვეყნებსა და მიმართულებებს ასახელებს. Wanderlust-ის გამოკითხვაში მონაწილეებს შანსი აქვთ, 70 ათასი ბრიტანული გირვანქა სტერლინგის ღირებულების სპეციალური ტურები და პრიზები მოიგონ. Wanderlust პრესტიჟული სამოგზაურო ჟურნალია, რომელიც მკითხველს სხვადასხვა სამოგზაურო მიმართულებებს აცნობს. ის ცნობილია თავისი გამორჩეული ფოტოგრაფიითა და სიღრმისეული სამოგზაურო გაიდებით.

ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბათუმში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 85 სტატია.

  • ავტო აუქციონი ბათუმში | გამოცადე მოგების ემოციაBM.GE
  • ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი "ღამის სერენადები 2026" ბათუმში გრძელდებარუსთავი 2
  • ბათუმში, ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვესფორმულა
  • მშენებარე ბინები ბათუმში – საუკეთესო ინვესტიციატვ პირველი
ბათუმში →

მსგავსი სტატიები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამტრედიაში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების უკანონო  რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამტრედიაში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების უკანონო რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა

იმედი

პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც რუსეთის მთავრობას უფლებას აძლევს კერძო მესაკუთრეს ჩამოართვას ობიექტი, თუ მან მისი დაცვა ვერ მოახერხა

პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც რუსეთის მთავრობას უფლებას აძლევს კერძო მესაკუთრეს ჩამოართვას ობიექტი, თუ მან მისი დაცვა ვერ მოახერხა

იმედი

გივი მიქანაძე ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის სტეფანწმინდისა და დაბა თიანეთის ფილიალებს ესტუმრა

გივი მიქანაძე ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის სტეფანწმინდისა და დაბა თიანეთის ფილიალებს ესტუმრა

იმედი

დიმიტრი სამხარაძე: გახსოვთ ალბათ, „შავ სიაში“ მყოფი ადამიანები - 600 ათასზე მეტ მოქალაქეზეა საუბარი, რომელთაგან, ბიძინა ივანიშვილს არავინ განურჩევია პოლიტიკური თუ სხვა კუთვნილების გამო და დღეს, გადამთიელების დავალებებით, მანქურთი რადიკალები ცდილობენ ეს ყველაფერი წაშალონ