
ბათუმის დრამატულ თეატრში 147-ე სეზონი სპექტაკლ „ვერაგობა და სიყვარულის“ პრემიერით დაიხურა
იმედი|imedinews.ge
ბათუმის დრამატულ თეატრში 147-ე სეზონი სპექტაკლ „ვერაგობა და სიყვარულის“ პრემიერით დაიხურა. ფრიდრიხ შილერის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის რეჟისორი გოჩა კაპანაძეა. წარმოდგენა მაყურებელს ახალგაზრდა წყვილის სიყვარულის ისტორიას უყვება და სიყვარულის, ღალატის, ერთგულებისა და ვერაგობის თემებს ეხება.
მიმდინარე სეზონზე ბათუმის დრამატულმა თეატრმა მაყურებელს რვა პრემიერა შესთავაზა
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge