მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ბათუმში ბავშვთა მულტიფუნქციური პედიატრიული კლინიკა შენდება
ბათუმში ბავშვთა მულტიფუნქციური პედიატრიული კლინიკა შენდება

ბათუმში ბავშვთა მულტიფუნქციური პედიატრიული კლინიკა შენდება

იმედი|imedinews.ge

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარედ, ცენტრალური და ადგილობრივი ჯანდაცვის სამინისტროების თანამშრომლობით, ბავშვთა მულტიფუნქციური პედიატრიული კლინიკა შენდება. ახალი, თანამედროვე, მრავალპროფილური სამედიცინო სივრცე უზრუნველყოფს როგორც პედიატრიულ, ისე სხვადასხვა სპეციალიზებულ მომსახურებას, - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ახალი კლინიკა სრულად დაფარავს აჭარისა და მიმდებარე რეგიონების საჭიროებებს. სამედიცინო ცენტრის პედიატრიული დეპარტამენტი 91 საწოლზეა გათვლილი და სრულფასოვან თერაპიულ, ქირურგიულ და რეანიმაციულ განყოფილებებს მოიცავს. გარდა ამისა, შენობის პირველ სართულზე მოეწყობა თანამედროვე ჰემოდიალიზის ცენტრი, რომელიც 18 პაციენტის ერთდროულად მიღებას შეძლებს.

„სამუშაოების მიმდინარეობას ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან, აჭარის ჯანდაცვის მინისტრ ნინო ნიჟარაძესთან და პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძესთან ერთად გაეცნო.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, უწყების უმთავრეს პრიორიტეტს რეგიონებში მაღალი ხარისხის უწყვეტი სამედიცინო სერვისების უზრუნველყოფა წარმოადგენს, ამ მიზნით კი ქვეყნის მასშტაბით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი