მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ბათუმში მიმტანებისთვის ტრენინგები ჩატარდა
ბათუმში მიმტანებისთვის ტრენინგები ჩატარდა

ბათუმში მიმტანებისთვის ტრენინგები ჩატარდა

იმედი|imedinews.ge

ბათუმში მიმტანებისთვის სერვისის ასამაღლებელი ტრენინგები ჩატარდა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგი რეგიონში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით 20-მდე მიმტანს ჩაუტარა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ტრენინგის მსვლელობისას მონაწილეებმა ისეთი მნიშვნელოვანი თემების შესახებ გაიარეს გადამზადება, როგორიცაა მაგიდის სერვირება, შეკვეთის მიღების სტანდარტები, სტუმრისთვის კერძის/სასმელის მიტანის ეტიკეტი, სტუმრის ფსიქოლოგიური პორტრეტი, კერძების აღწერის წესები და კონფლიქტური სიტუაციების მართვა.

პრაქტიკული სწავლებისას მიმტანებმა ასევე დახვეწეს სასმელების დასხმის ტექნიკა, თეფშებისა და ლანგრის ხელით ტარების ტექნიკა, მაგიდის სერვირება ხელსაწყოებით, სტუმართან ანგარიშსწორების წესი, მისალმება და გაცნობა. ტრენინგების მიზანი რეგიონში დასაქმებული მიმტანების პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება და პროფესიული დონის ამაღლებაა.

ამ ეტაპზე, ინტერნსიური ტრენინგ-კურსი მიმდინარეობს დამწყები გიდებისთვის. გიდების გადამზადების პროგრამა მოიცავს, როგორც თეორიულ სატრენინგო საკითხებს, ასევე, ქალაქის მარშრუტებზე და ობიექტებზე გასვლითი ტრენინგების ჩატარებას და პრაქტიკულ გამოკითხვებს. გიდების გადამზადების პროგრამაში 30-მდე დამწყები გიდია ჩართული.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სერვისის გასაუმჯობესებელ ტრენინგებს ასევე გეგმავს ბარმენებისთვის, მზარეულებისთვის, გიდებისა და განთავსების ობიექტების თანამშრომლებისთვის.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი