მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ბათუმში ტურისტული სეზონი „ზაფხულის ფესტივალით გაიხსნა
ბათუმში ტურისტული სეზონი „ზაფხულის ფესტივალით გაიხსნა

ბათუმში ტურისტული სეზონი „ზაფხულის ფესტივალით გაიხსნა

იმედი|imedinews.ge

ბათუმში ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ანბანის კოშკთან გამართულ "ზაფხულის ფესტივალის" ღონისძიებებს ოჯახთან ერთად დაესწრო. ღონისძიებებს ასევე ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები, ქალაქ ბათუმის მერი, აჭარის მთავრობის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივებს და სტუმრებს საზაფხულო სეზონის გახსნა მიულოცა და საგამოფენო სივრცეები დაათვალიერა.

საფესტივალო სივრცე წელსაც ანბანის კოშკის მიმდებარედ მოეწყო. ტერიტორია საზაფხულო-საზღვაო დეკორაციებითა და ინსტალაციებით გაფორმდა. გაიმართა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, სადაც 150-მდე მეწარმემ თავისი პროდუქცია წარმოადგინა. ფუნქციონირებს 10-ზე მეტი ლაუნჯი და კაფე-ბარი. მოწყობილია საბავშვო სივრცეები, სადაც ბავშვების განწყობაზე ანიმატორები ზრუნავენ. სტუმრებს ორი დღის განმავლობაში ექნებათ საშუალება გაერთონ, დაისვენონ და მრავალფეროვან მუსიკალურ შოუებს დაესწრონ.

ფესტივალი საზეიმო კონცერტით გაგრძელდა, რომელშიც ადგილობრივმა და მოწვეულმა ბენდებმა მიიღეს მონაწილეობა.

ცნობილი ჰიტებით წარდგა „ურსა“, „მიქსტურა,” ,,სინთეზი” და კახაბერი და ხანუმები. ზღვისპირა ქალაქში დღესაც არაერთი გასართობი, შემეცნებითი და კულტურული აქტივობაა დაგეგმილი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი