მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ბათუმში თანამედროვე სტანდარტების პირველადი ჯანდაცვის ცენტრი და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობა შენდება
ბათუმში თანამედროვე სტანდარტების პირველადი ჯანდაცვის ცენტრი და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობა შენდება

ბათუმში თანამედროვე სტანდარტების პირველადი ჯანდაცვის ცენტრი და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობა შენდება

იმედი|imedinews.ge

ბათუმში თანამედროვე სტანდარტების პირველადი ჯანდაცვის ცენტრი და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობა შენდება.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაოების მიმდინარეობას ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან, აჭარის ჯანდაცვის მინისტრ ნინო ნიჟარაძესთან და პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძესთან ერთად გაეცნო.

ჯანდაცვის მინისტრმა პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეგიონებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერა სამინისტროსთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, ბათუმში მიმდინარე მასშტაბური პროექტი მძლავრი პირველადი ჯანდაცვის დაწესებულების შექმნას ითვალისწინებს, რომელიც თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვება და კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტდება.

ამასთანავე, მინისტრმა აღნიშნა, რომ პარალელურად მიმდინარეობს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, რაც სამედიცინო პერსონალისთვის სწრაფი და ეფექტიანი რეაგირების შესაძლებლობას გააუმჯობესებს.

პროექტის მიმდინარეობას ადგილზე, ასევე, გაეცნენ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორი მალხაზ ჟორჟიკაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი