
ბათუმში თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალი 2026 გაიმართა
ბათუმში თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალი 2026 გაიმართა. ფესტივალს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ოჯახთან ერთად შეუერთდა.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, რეგიონის სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მინისტრი დენის სალუქვაძე, ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე, საქართველოს პარლამენტის წევრები, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს და ბათუმის მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალს სიმბოლური დატვირთვა აქვს - მისი მიზანია რეგიონში მეთევზეობისა და აკვაკულტურის დარგების პოპულარიზაცია და ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა. ფესტივალი მრავალფეროვანი პროგრამის ფარგლებში, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ კულინარიულ და გასტრონომიულ აქტივობებს, თევზჭერის მასტერკლასებს, სპორტულ და შემეცნებით ღონისძიებებს.
ფესტივალის მხარდამჭერები აჭარის მთავრობა, აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო, ბათუმის მერია, ხელვაჩაურის კულტურის ცენტრი და ბათუმის ბულვარია, ხოლო ორგანიზატორი - „ორგანული აკვაკულტურის ასოციაცია ფორეჯი“.
ფესტივალში მონაწილეობდნენ ფერმერული მეურნეობები, თევზისა და ზღვის პროდუქტების რეალიზაციაში ჩართული ადგილობრივი მწარმოებლები, რესტორნები, პროფესიული სასწავლო კოლეჯები და სხვა ორგანიზაციები.
იმედი
წყარო: imedinews.ge