
BBC: ლონდონის ჰითროუს აეროპორტი მგზავრებს აფრთხილებს, რომ წყალდიდობის გამო მე-2 და მე-3 ტერმინალებზე წვდომა შეზღუდულია
ლონდონის ჰითროუს აეროპორტი მგზავრებს აფრთხილებს, რომ წყალდიდობის გამო მე-2 და მე-3 ტერმინალებზე წვდომა შეზღუდულია. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.
ცენტრალურ ზონაში დაგროვილი წყლის გამო, აღნიშნული ტერმინალების მიმართულებით გადაადგილება შეუძლებელია.
აეროპორტის ადმინისტრაცია მგზავრებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ კერძო ტრანსპორტითა და ტაქსით გადაადგილებისგან და ისარგებლონ მხოლოდ რკინიგზითა და მეტროთი.
„ჩვენი ჯგუფები აქტიურად მუშაობენ, რათა შექმნილი სიტუაცია რაც შეიძლება სწრაფად მოგვარდეს. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის“, - განაცხადეს აეროპორტის წარმომადგენლებმა შაბათს დილით.
შეფერხება აეროპორტისთვის ყველაზე დატვირთულ პერიოდს - სასკოლო არდადეგებს დაემთხვა.
აღსანიშნავია, რომ ჰითროუ ცოტა ხნის წინ რკინიგზის მიმოსვლის შეფერხებამაც დააზარალა, რაც გვირაბში წყლის გაჟონვის გამო მოძრაობის ჩაკეტვამ გამოიწვია.
იმედი
წყარო: imedinews.ge