
აშშ-ის ვაჭრობის მდივანი: ტრამპის ადმინისტრაციას არ სურს, რომ Apple-მა მეხსიერების ჩიპები ჩინეთისგან შეიძინოს
ტრამპის ადმინისტრაციას არ სურს, რომ Apple-მა მეხსიერების ჩიპები ჩინეთისგან შეიძინოს, - განაცხადა ვაჭრობის მდივანმა, ჰოვარდ ლუტნიკმა.
ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრების მხრიდან კომპიუტერულ მეხსიერებაზე უპრეცედენტო მოთხოვნამ ამ კრიტიკული კომპონენტის დეფიციტი და ბაზარზე არსებული პროდუქციის ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია.
გაზრდილი დანახარჯების გამო Apple-ი და სამომხმარებლო ელექტრონიკის სხვა მწარმოებლები იძულებულნი ხდებიან, პროდუქციის ფასები მნიშვნელოვნად გაზარდონ. მიწოდების კრიზისის შესამსუბუქებლად Apple-ი პარტნიორობის დამყარებას ჩინელ მწარმოებლებთან ცდილობს.
„ტრამპის ადმინისტრაცია ამის მომხრე არ არის“, - განაცხადა ლუტნიკმა ჰიუსტონში Apple-ის საწარმოს დათვალიერების შემდეგ მიცემულ ინტერვიუში. მისი თქმით, „მეხსიერების პრობლემის გადასაჭრელად სხვა გზები უნდა მოიძებნოს - ამერიკულმა გიგანტებმა ჩინური მეხსიერება არ უნდა გამოიყენონ“.
Apple-ი ჩინური კომპანიების, CXMT-ისა და Yangtze Memory Technologies-ის მიერ წარმოებულ მეხსიერების ჩიპებს ტესტავს - ეს შესაძლოა წინაპირობა იყოს იმისა, რომ აღნიშნული კომპონენტები ჩინეთში გასაყიდ Apple-ის მოწყობილობებში გამოჩნდეს, აცხადებენ საკითხში ჩახედული წყაროები.
იმედი
წყარო: imedinews.ge