მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ბელფასტში ადგილობრივზე თავდასხმას მასობრივი გამოსვლები მოჰყვა
ბელფასტში ადგილობრივზე თავდასხმას მასობრივი გამოსვლები მოჰყვა

ბელფასტში ადგილობრივზე თავდასხმას მასობრივი გამოსვლები მოჰყვა

იმედი|imedinews.ge

ბელფასტში 9 ივნისს ანტიიმიგრაციული პროტესტი დაიწყო მას შემდეგ, რაც ორშაბათს ადგილობრივ მცხოვრებ პირზე დანით თავდასხმა მოხდა. არეულობის მიზეზი გახდა სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული თავდასხმის ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ეჭვმიტანილი დაზარალებულზე ზის და მას დანით ჭრილობებს აყენებს.

ეჭვმიტანილი სუდანიდან ლტოლვილი 30 წლის მამაკაცია, მას ბრალად ედება მკვლელობის მცდელობა. დაზარალებული მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლიციის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ინციდენტი ტერორიზმთან დაკავშირებული არ არის.

მასობრივი დემონსტრაციებისკენ მოწოდება მემარჯვენე აქტივისტმა, ტომი რობინსონმა გამოაქვეყნა. ბელფასტის ქუჩებში ასობით ნიღბიანი მომიტინგე გამოვიდა, მათ ცეცხლი წაუკიდეს სამარშრუტო ავტობუსს, ავტომობილებსა და ნაგვის ურნებს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მომიტინგეებმა გადაკეტეს საავტომობილო მაგისტრალი, რამაც სატრანსპორტო კოლაფსი გამოიწვია. ქალაქში მუშაობა შეაჩერა მეტრომ.

ჩრდილოეთ ირლანდიის პოლიციის უფროსის მოადგილემ, რაიან ჰენდერსონმა მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და შესთავაზა „ადგილობრივ თემებში ყველა გავლენიან პირს, ხელი შეუწყონ მშვიდობიან პროტესტს და აღკვეთონ ნებისმიერი მონაწილეობა ძალადობასა თუ არეულობაში“.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა თავდასხმას „საშინელი“ უწოდა, ხოლო ჩრდილოეთ ირლანდიის ხუთი წამყვანი პარტიის ლიდერებმა ძალადობის შეწყვეტისა და მართლმსაჯულებისთვის სიტუაციაში გარკვევის შესაძლებლობის მიცემისკენ მოუწოდეს. ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ეჭვმიტანილი ქვეყანაში ლეგალურად იმყოფება 2023 წლიდან.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ნაურუს მთავრობის განცხადება: ნაურუს რესპუბლიკის მთავრობა აცხადებს, რომ უკან იხმობს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას - შესაბამისად, ნაურუს რესპუბლიკამ დაუყოვნებლივ შეწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან

POLITICO: ტრამპის ჩრდილი ბრიტანეთის ეკონომიკას კვლავ ემუქრება - ინგლისის ბანკმა განაცხადა, რომ ირანში განახლებულმა კონფლიქტმა შესაძლოა ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვიოს

POLITICO: ტრამპის ჩრდილი ბრიტანეთის ეკონომიკას კვლავ ემუქრება - ინგლისის ბანკმა განაცხადა, რომ ირანში განახლებულმა კონფლიქტმა შესაძლოა ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვიოს

იმედი

გურამ ნიკოლაშვილი სიძულვილის ენაზე: შეუძლებელია ყველაფერზე მიიღო კანონი, თუმცა უნდა ჩანდეს რასთან გვაქვს საქმე და უნდა იყოს ახსნილი, რომ ეს არის მიზანმიმართული, ხელშეწყობილი და ის, რომ იმ პოდკასტს თავისი მფლობელი და დამფინანსებელი ჰყავს, რომელსაც ძალიან კარგად ესმის რას აკეთებს

გურამ ნიკოლაშვილი ტრადიციების შეურაცხყოფაზე: მიზანია მოირყეს კრიტერიუმები, მოხდეს ყველაფრის დესაკრალიზაცია და შემდეგ თუ ყველაფერი მოსულა, ბუნებრივია ასეთ პირობებში და წესებში იმარჯვებს ის, ვისაც შეუძლია მეტის კადრება