
ბექა ჭულუხაძის ადვოკატი გაიოზ ჩარკვიანი: ბრალი წაყენებული აქვს 2025 წლის ოქტომბრის თვეში და იგი თავს უდანაშაულოდ ცნობს. დავგეგმავ სამოქმედო გეგმას და იმის და მიხედვით ვიმოქმედებთ
დივერსიული აქტების მოწყობის მიზნით, დიდი ოდენობით იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების შეძენა-შენახვისთვის ძებნილი ბექა ჭულუხაძე საპატიმრო დაწესებულებაშია გადაყვანილი. უფლებადამცველს იგი ჯერ არ მოუნახულებია.
„დაკავებული ჯერჯერობით არ მინახავს. ვგეგმავ ორშაბათს ან სამშაბათს, რომ მოვინახულო. ბრალი წაყენებული აქვს 2025 წლის ოქტომბრის თვეში და იგი თავს უდანაშაულოდ ცნობს. გავივლი კონსულტაციას ჩემს დაცვის ქვეშ მყოფთან. დავგეგმავ სამოქმედო გეგმას და იმის და მიხედვით ვიმოქმედებთ“, - განაცხადა ადვოკატმა გაიოზ ჩარკვიანმა.
დივერსიული აქტების მოწყობის მიზნით, დიდი ოდენობით იარაღის და ასაფეთქებელი მოწყობილობების შეძენა-შენახვისთვის, ძებნილი ბექა ჭულუხაძე 10 ივლისს დააკავეს, რომელსაც ბრალად ედება 2025 წლის 4 ოქტომბერს დაორგანიზებული ჯგუფური ძალადობისა და პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობის პარალელურად, დივერსიული აქტების მოწყობის მიზნით, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი საშუალებების შეძენა-შენახვა. აღნიშნულის შესახებ სუს-ის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
