
შავ ზღვაში თავს დაესხნენ გემს, რომელსაც რუსული ნავთობი გადაჰქონდა - Bloomberg
გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, შავ ზღვაში თავს დაესხნენ ბერძნული კომპანიის მიერ ოპერირებულ ნავთობტანკერზე, რომელიც რუსული წარმოშობის ტვირთით იყო დატვირთული.
გავრცელებული ინფორმაციით, Suezmax-კლასის გემ "Skiros-ზე," რომელსაც ერთი მილიონი ბარელი ნავთობის გადაზიდვა შეუძლია, თავდასხმა მას შემდეგ მოხდა, რაც ხომალდი ნოვოროსიისკის სიახლოვეს მდებარე კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) ტერმინალში დატვირთეს.
CPC-ს ტერმინალი ძირითადად გემებს ყაზახური ნავთობით ტვირთავს, თუმცა, წყაროების თქმით, ამჯერად ნავთობი რუსული წარმოშობის იყო. მათივე ცნობით, თავდასხმა 16 აგვისტოს, ტერმინალის სიახლოვეს მოხდა.
Bloomberg-ის მიხედვით, გასულ თვეში დრონებით თავდასხმებმა გემების CPC-ს ტვირთებით დატვირთა შეაფერხა, რამაც ყახაზური ნავთობის საბადოებს წარმოების შემცირება აიძულა.
ამერიკელი მაღალჩინოსნის ინფორმაციით, მოგვიანებით, აგვისტოს დასაწყისში, უკრაინა დათანხმდა, რომ CPC-ს ინფრასტრუქტურასა და არარუსულ ხომალდებს მიზანში არ ამოიღებდა, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი გემები უკრაინის სანქცირებული სუბიექტების სიაში არ არიან და რუსული ტვირთ არ გადააქვთ.
კვირას მომხდარი თავდასხმის შემდეგ Skiros-ის მმართველმა ბერძნულმა კომპანიამ განაცხადა, რომ დარტყმის შედეგად დაშავებულების ან ზღვის დაბინძურების შესახებ ცნობები მათ არ მიუღიათ.
BM.GE
წყარო: bm.ge