მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ბექა დავითულიანი ოპოზიციას: ვინ არის წარუმატებელი მერი და ვინ წარუმატებელი “რისერჩერი”, რომელიც პოლიტიკურ თემებს ეძებს, რომ რაღაცას მოეჭიდოს, ეს მოსახლეობამ განსაჯოს
ბექა დავითულიანი ოპოზიციას: ვინ არის წარუმატებელი მერი და ვინ წარუმატებელი “რისერჩერი”, რომელიც პოლიტიკურ თემებს ეძებს, რომ რაღაცას მოეჭიდოს, ეს მოსახლეობამ განსაჯოს

ბექა დავითულიანი ოპოზიციას: ვინ არის წარუმატებელი მერი და ვინ წარუმატებელი “რისერჩერი”, რომელიც პოლიტიკურ თემებს ეძებს, რომ რაღაცას მოეჭიდოს, ეს მოსახლეობამ განსაჯოს

იმედი|imedinews.ge

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ბექა დავითულიანმა ოპოზიციის კრიტიკას უპასუხა ბოლო დროს თბილისში მომხდარ რამდენიმე ფაქტთან დაკავშიორებით. როგორც ბექა დავითულიანმა განაცხადა, ასეთ თემებზე აპელირება და ქალაქის მერის დადანაშაულება ოპოზიციის მხრიდან უხერხულია.

„როდესაც ისეთ მძიმე ტრაგედიაზე ვსაუბრობთ, როგორიც ცოტა ხნის წინ მოხდა, ვგულისხმობ ტროტუარზე მდგომი მანქანის მძღოლის მიერ ადამიანის გატანას და უაპელაციოდ შეგიძლიათ დააბრალოთ ეს შემთხვევა მუნიციპალიტეტს და ქალაქის მერს, მინდა შეგახსენოთ, რომ თბილისის მერის კახა კალაძის მენეჯმენტის პირობებში მოხდა ის, რომ ყველგან, სადაც ქუჩების რეაბილიტაცია ხდება, დგება სპეციალური ბოძები, რომ იქ ვერ ავიდნენ მანქანები. მანქანები, რომლებიც ტროტუარზე პარკინგდებიან, გადაჰყავთ საჯარიმოზე და ჯარიმდებიან. ამ საკითხზე ოპოზიციის მხრიდან საუბარი უხერხულია.

რაც შეეხება, მარიჯანის ქუჩაზე მომხდარ მიწის ჩამოშლას. ოპოზიციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მოსახლეობის უსაფრთხოება რისკის ქვეშ დადგაო,. დიახ, იქ იყო ცენტრ-პოინტის მშენებლობა, სადაც იდგა 11 სართულიანი დაუსრულებელი შენობა და ის რომ არ დაენგრია დედაქალაქის მერიას, სულ სხვა ტრაგედია შეიძლება დატრიალებულიყო. მოსახლეობას შესთავაზეს ბინებით დაკმაყოფილება, დაანგრიეს ამორტიზებული შენობა, რომელიც მართლა პრობლემებს შექმნიდა იქ და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის,რომ არ დამდგარიყო ცუდი შედეგი. უსაფრთხოების პარამეტრები დაარღვია კომპანიამ, რომელიც აირჩია მოსახლეობამ და ამასაც მოჰყვა მუნიციპალიტეტის მხრიდან რეაგირება. არაფერი მოხდა სწორეხ იმიტომ, რომ ზომები მიიღო ქალაქის მერმა, რომელსაც თქვენ წარუმატებელს უწოდებთ. ვინ არის წარუმატებელი მერი და ვინ წარუმატებელი “რისერჩერი”, რომელიც პოლიტიკურ თემებს ეძებს, რომ რაღაცას მოეჭიდოს, ეს მოსახლეობამ განსაჯოს“- განაცხადა ბექა დავითულიანმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აშშ-ის ხაზინის მდივანი იმ ჯგუფებს, რომლებიც ირანს ფულის გათეთრებაში ეხმარებიან, ამერიკული ფინანსური სისტემიდან გაძევებით ემუქრება

აშშ-ის ხაზინის მდივანი იმ ჯგუფებს, რომლებიც ირანს ფულის გათეთრებაში ეხმარებიან, ამერიკული ფინანსური სისტემიდან გაძევებით ემუქრება

იმედი

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან

იმედი

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: უკრაინა Storm Shadow-ს ტიპის რაკეტების წარმოებას შეძლებს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: უკრაინა Storm Shadow-ს ტიპის რაკეტების წარმოებას შეძლებს

იმედი

ქუთაისის ტექნოჰაბი - დასავლეთ საქართველოს მთავარი ინოვაციური და საგანმანათლებლო სივრცე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ცენტრში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქუთაისის ტექნოჰაბი - დასავლეთ საქართველოს მთავარი ინოვაციური და საგანმანათლებლო სივრცე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ცენტრში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი