მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ბექა ძამაშვილი: 23-25 ივნისს თბილისი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცევა. ყველა ის ადამიანი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით საჯარო სერვისების ადმინისტრირებაზე მუშაობს, საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმზე მოიყრის თავს
ბექა ძამაშვილი: 23-25 ივნისს თბილისი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცევა. ყველა ის ადამიანი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით საჯარო სერვისების ადმინისტრირებაზე მუშაობს, საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმზე მოიყრის თავს

ბექა ძამაშვილი: 23-25 ივნისს თბილისი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცევა. ყველა ის ადამიანი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით საჯარო სერვისების ადმინისტრირებაზე მუშაობს, საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმზე მოიყრის თავს

იმედი|imedinews.ge

საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმზე გვექნება უნიკალური შესაძლებლობა, საჯარო ადმინისტრირების მიმართულებით მსოფლიოს მასშტაბით გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს საკუთარი გამოცდილება გავუზიაროთ, – განაცხადა იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე ბექა ძამაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „შუადღე“. „დარგის ექსპერტები, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები პირები, მინისტრები, მერები, საჯარო ადმინისტრირებასა და სერვისების განვითარებაზე პასუხისმგებელი პირები – ყველა ეს ადამიანი სამი დღის განმავლობაში თბილისში ფორუმის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ სერვისების გაცემის მიმართულებით არსებული გამოცდილება ერთმანეთს გავუზიაროთ“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა. იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმის საქართველოში ჩატარება ჩვენი ქვეყნის მიერ საჯარო ადმინისტრირების მიმართულებით განხორციელებული რეფორმებისა და მიღწევების აღიარებაა. „ჩვენი ქვეყნისთვის ერთგვარ სავიზიტო ბარათად იქცა ის ეფექტიანი, გამარტივებული, დაჩქარებული სერვისები, რომელთაც მომსახურების მიმღებ ყველა მსურველს ვთავაზობთ. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც თბილისი ამ მსოფლიო დონის ფორუმის მასპინძელ ქალაქად შეირჩა, სწორედ ჩვენ მიერ გატარებული რეფორმებია, რაც ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია“, – აღნიშნა ბექა ძამაშვილმა. ბექა ძამაშვილის თქმით, გარდა საჯარო სერვისების განვითარებისა, ფორუმი ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის კუთხითაც არის მნიშვნელოვანი. „ჩვენი მიზანია, სტუმრებს საქართველო თავისი კულტურითა და ტრადიციებით კარგად გავაცნოთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის კუთხითაც, რადგან ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, 100-ზე მეტი სახელმწიფოს მაღალი დონის წარმომადგენლებს პირისპირ ვესაუბროთ. ამ მხრივაც ძალიან ღირებული იქნება საქართველოში ამ ღონისძიების მასპინძლობა“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ. საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმი იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით საქართველოში პირველად ტარდება. ფორუმს „საჯარო ინსტიტუტების ტრანსფორმაცია: ინოვაციის, ანგარიშვალდებულების, ჩართულობისა და ინკლუზიურობის ხელშეწყობა“ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, იუსტიციის მინისტრი პაატა სალია და გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში ლი ჯუნჰუა გახსნიან.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 174 სტატია.

  • საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით, თბილისში ICPEN-ის მაღალი დონის კონფერენცია გაიხსნება - ღონისძიებას 55 ქვეყნის 100-მდე დელეგატი ესწრებარუსთავი 2
  • პოლიციამ თბილისში ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქეტვ პირველი
  • თბილისში, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს - მოტყუებით დაეუფლა 28 000-მდე ლარსფორმულა
  • Opera Gala | სარაჯიშვილი & ინაშვილი - ქართული ოპერის მსოფლიო ისტორია თბილისის მთავარ სცენაზეBM.GE
თბილისში →თავს →გაეროს →

მსგავსი სტატიები

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

იმედი

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

იმედი

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

იმედი