მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ბექა ძამაშვილი: გადაწყვეტილება, უნდა დაჯარიმდეს თუ არა კონკრეტული პირი, მიღებული იქნება მხოლოდ სასამართლოს მიერ
ბექა ძამაშვილი: გადაწყვეტილება, უნდა დაჯარიმდეს თუ არა კონკრეტული პირი, მიღებული იქნება მხოლოდ სასამართლოს მიერ

ბექა ძამაშვილი: გადაწყვეტილება, უნდა დაჯარიმდეს თუ არა კონკრეტული პირი, მიღებული იქნება მხოლოდ სასამართლოს მიერ

იმედი|imedinews.ge

სამართლებრივ სახელმწიფოში ნეიტრალური პირი, რომელიც უზრუნველყოფს უფლებებს შორის ბალანსის დაცვას, არის მოსამართლე, – განაცხადა იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე ბექა ძამაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში დებატების ფორმატში. ბექა ძამაშვილი გამოეხმაურა ინიციატივას, რომლის თანახმადაც, შს სამინისტროში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება. „იმისათვის, რომ არ დაიკარგოს ბალანსი, გამოხატვის თავისუფლება ზედმეტად არ შეიზღუდოს, არ დაიკარგოს კრიტიკა, არ მოხდეს შეფასება სუბიექტურად შს სამინისტროს კონკრეტული დანაყოფის მიერ, ეს ყველაფერი გადაზღვეულია კანონმდებლობით – ყველა ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილება – უნდა დაჯარიმდეს თუ არა კონკრეტული პირი, მიღებული იქნება მხოლოდ სასამართლოს მიერ. შს სამინისტროს ეს დანაყოფი დამოუკიდებლად ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას, საქმე წავა შიდა სასმართლოში, ჩაერთვება მოსამართლე, ნეიტრალური, დამოუკიდებელი პირი. სამართლებრივ სახელმწიფოში ნეიტრალური პირი, რომელიც უზრუნველყოფს უფლებებს შორის ბალანსის დაცვას, არის მოსამართლე“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სასამართლო

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 75 სტატია.

  • ალეკო ელისაშვილს ახალი ბრალი წარუდგინეს, მას სასამართლოს შეურაცხყოფას ედავებიანფორმულა
  • სპეცრაზმელების მიერ ნაცემი ზვიად მაისაშვილი სასამართლო პროცესზე დღესაც არ შეუშვესტვ პირველი
  • სასამართლო ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ამ წუთებში მსჯელობსრუსთავი 2
  • პროკურორის მტკიცებით, ლილუაშვილის სასამართლო სხდომები მოწმეების უსაფრთხოების დასაცავად დაიხურაBM.GE
სასამართლო →

მსგავსი სტატიები

პედრო სანჩესი შენგენის ზონიდან ესპანეთის შესაძლო გარიცხვას ეხმაურება: სოლიდარობა არჩევითია, ევროპული ხელშეკრულებების პატივისცემა კი - სავალდებულო

პედრო სანჩესი შენგენის ზონიდან ესპანეთის შესაძლო გარიცხვას ეხმაურება: სოლიდარობა არჩევითია, ევროპული ხელშეკრულებების პატივისცემა კი - სავალდებულო

იმედი

ნიკოლოზ სამხარაძე: აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობების საკმაოდ კარგი დინამიკა გვაქვს, იმედია, ახალი დიპლომატი ამას ხელს შეუწყობს

ნიკოლოზ სამხარაძე: აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობების საკმაოდ კარგი დინამიკა გვაქვს, იმედია, ახალი დიპლომატი ამას ხელს შეუწყობს

იმედი

სამართალდამცველთა შესაძლებლობების გაძლიერება - საპატრულო პოლიციის ავტოპარკი განახლდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სამართალდამცველთა შესაძლებლობების გაძლიერება - საპატრულო პოლიციის ავტოპარკი განახლდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

The Telegraph: იტალიამ ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილება შეაჩერა

The Telegraph: იტალიამ ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილება შეაჩერა

იმედი