მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ბექა ნაცვლიშვილი: ვინც საქართველოს კურირებს, იმ ჯგუფში ყველაზე მარგინალური ევროპარლამენტარები არიან. ჩვენ კი მათ ემოციურად და პიროვნულ დონეზე ვპასუხობთ
ბექა ნაცვლიშვილი: ვინც საქართველოს კურირებს, იმ ჯგუფში ყველაზე მარგინალური ევროპარლამენტარები არიან. ჩვენ კი მათ ემოციურად და პიროვნულ დონეზე ვპასუხობთ

ბექა ნაცვლიშვილი: ვინც საქართველოს კურირებს, იმ ჯგუფში ყველაზე მარგინალური ევროპარლამენტარები არიან. ჩვენ კი მათ ემოციურად და პიროვნულ დონეზე ვპასუხობთ

იმედი|imedinews.ge

ჩვენ ვპასუხობთ ყველაზე მარგინალურ ევროპარლამენტარებს - ვინც საქართველოს კურირებს, იმ ჯგუფში ყველაზე მარგინალური ევროპარლამენტარები არიან. ჩვენ კი მათ ვპასუხობთ ემოციურად და პიროვნულ დონეზე, - განაცხადა პოლიტეკონომისტმა ბექა ნაცვლიშვილმა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“

მისი თქმით, ევროკავშირთან საქართველოს რიტორიკა განსხვავებული უნდა ყოფილიყო.

„თუ ჩვენ მათთან უფრო ღირსეულად გვექნება ურთიერთობა, საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმაციაც უფრო მაღალი იქნება და ისინიც მიხვდებიან, რომ რასაც აკეთებენ, ეს არის აბსურდული.

ვიცით ბალტიისპირეთის წარმომადგენლების დამოკიდებულება „ქართული ოცნების“ მიმართ. ისინი ბევრად უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ვიდრე „ქართულ ოცნებასთან“, მიუხედავად იმისა, ეს უკანასკნელი რა პოლიტიკას გაატარებს. იცით რატომ? - მათ აქვთ განცდა, რომ მაშინდელი „ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბევრად უფრო რუსოფობიულ პოლიტიკას გაატარებდა, ვიდრე „ქართული ოცნება“.

2022 წელს, როდესაც ომი დაიწყო, აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნები ამხელა წონას არ ფლობდნენ, მაგრამ რადგან უკრაინაში ომი დაიწყო და ეს გახდა აღმოსავლეთ ევროპის საკითხი, მათი პოზიცია გაძლიერდა.

არავის წარმოიდგენდა, რომ კაია კალასი ევროკავშირის საგარეო კომისარი გახდებოდა. მაგრამ რადგან ეს ქვეყნები მოძლიერებულები არიან და უკრაინის კონფლიქტი მათ უკავშირდება, ეს ჯგუფები მოძლიერდნენ და გასაკვირი არ არის, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებაში რიტორიკა არის ბევრად უფრო ხისტი“, - აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ნიკოლოზ სამხარაძე: მივესალმებით ნაურუს ხელისუფლების გადაწყვეტილებას აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ე.წ. დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების შესახებ. ვიმედოვნებ, რომ ნაურუს მაგალითს მალე მიყვებიან სირია და ვენესუელა

ინფრასტრუქტურის სამინისტროში წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში მომუშავე კომპანიებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ინფრასტრუქტურის სამინისტროში წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში მომუშავე კომპანიებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

იმედი

BBC: ესპანეთის სეუტის ანკლავში დაახლოებით 49 000 მიგრანტი შეიჭრა

BBC: ესპანეთის სეუტის ანკლავში დაახლოებით 49 000 მიგრანტი შეიჭრა

იმედი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

იმედი