მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ბექა ოდიშარია ოპოზიციას: იყავით კონსტრუქციულები, რადგან პოპულისტური ტყუილებით ფონს ვერ გახვალთ
ბექა ოდიშარია ოპოზიციას: იყავით კონსტრუქციულები, რადგან პოპულისტური ტყუილებით ფონს ვერ გახვალთ

ბექა ოდიშარია ოპოზიციას: იყავით კონსტრუქციულები, რადგან პოპულისტური ტყუილებით ფონს ვერ გახვალთ

იმედი|imedinews.ge

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ, საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციონერ კოლეგებს პოლიტიკური პარტია „ლელოდან“ კონსტრუქციულობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ისინი პოპულისტური ტყუილებით და ტრიუკებით ფონს ვერ გავლენ.

„მინდა შეგახსენოთ, ძვირფასო კოლეგავ, რომ პარტია „ლელო“ არ არის პარტიად შექმნილი, ის შეიქმნა კორპორაციად და ასეც აღიქმებოდა ხალხში. შემდეგ კი ვიღაც „ჭკვიანმა მრჩეველმა“, რომელიც დაიქირავეს და მილიონებს უხდიდნენ, ურჩია, რომ ახალი სახეები გამოეყვანა პარტია „ლელოს“.

მე ამ სახეებს თქვენი პოლიტიკური მდივნის „სამადაშვილის თაობას“ ვუწოდებ. ახლა კი დადგა დრო და ფსკერისკენ მიდიხართ ისე, რომ გიორგი გახარიასაც ვერ მოელაპარაკეთ - რასაც, სხვათა შორის, მოგიწონებთ, რომ გახარიას არ აუბით მხარი - ვინაიდან თქვენ ისედაც დამძიმებული იყავით და გახარია ხომ მძიმეა და მძიმე და წარმოიდგინეთ, ეს ორი „მძიმეწონიანი“ პოლიტიკურ ზღვაში რა სწრაფად წახვიდოდით ფსკერისკენ.

ამიტომ ახლა მოიგონეს მესამე თაობა - თქვენი თაობა - და გგონიათ, რომ პოპულისტური ტყუილებით და ტრიუკებით გახვალთ ფონს. მე კი მაინც მინდა, როგორც ჩემს კოლეგებს გთხოვოთ, რომ თავი დაანებოთ პოპულიზმს და კონსტრუქციულები იყოთ“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აშშ-ის ხაზინის მდივანი იმ ჯგუფებს, რომლებიც ირანს ფულის გათეთრებაში ეხმარებიან, ამერიკული ფინანსური სისტემიდან გაძევებით ემუქრება

აშშ-ის ხაზინის მდივანი იმ ჯგუფებს, რომლებიც ირანს ფულის გათეთრებაში ეხმარებიან, ამერიკული ფინანსური სისტემიდან გაძევებით ემუქრება

იმედი

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან

იმედი

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: უკრაინა Storm Shadow-ს ტიპის რაკეტების წარმოებას შეძლებს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: უკრაინა Storm Shadow-ს ტიპის რაკეტების წარმოებას შეძლებს

იმედი

ქუთაისის ტექნოჰაბი - დასავლეთ საქართველოს მთავარი ინოვაციური და საგანმანათლებლო სივრცე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ცენტრში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქუთაისის ტექნოჰაბი - დასავლეთ საქართველოს მთავარი ინოვაციური და საგანმანათლებლო სივრცე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ცენტრში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი