
ბერა ივანიშვილი ცილისწამების საპასუხოდ სამართლებრივ დავას იწყებს. სარჩელი სასამართლოში უახლოეს დღეებში შევა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
იმედი|imedinews.ge
ბერა ივანიშვილი იმ მედიასაშუალებებისა თუ ფიზიკური პირების წინააღმდეგ, რომლებიც მის მიმართ დეზინფორმაციას და ცილისმწამებლურ ბრალდებებს ავრცელებენ, სასამართლო დავას იწყებს.
როგორც თავად ამბობს, წლების განმავლობაში მიმდინარე ორგანიზებული კამპანია, მათ შორის ე. წ. ქოლ-ცენტრებთან, უკანონო გარიგებებსა თუ სხვა მძიმე ბრალდებებთან დაკავშირებით, უპასუხოდ აღარ დარჩება.
სასამართლოში წარსადგენი დოკუმენტაცია მომზადების ეტაპზეა და პროცესი უახლოეს პერიოდში დაიწყება.
ბერა ივანიშვილის ინტერესებს ადვოკატი დავით ასათიანი დაიცავს.
სოფო ბერიძის სიუჟეტი.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge