მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ბესიკ ჯიქურაული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორად დაინიშნა
ბესიკ ჯიქურაული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორად დაინიშნა

ბესიკ ჯიქურაული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორად დაინიშნა

იმედი|imedinews.ge

შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორად ბესიკ ჯიქურაული დაინიშნა. კომპანიის ახალი ხელმძღვანელი თანამშრომლებს ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ წარუდგინა. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

ბესიკ ჯიქურაული აღნიშნულ თანამდებობაზე გიორგი შონიას შეცვლის. გიორგი შონია კი დღეიდან მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელის პოზიციას დაიკავებს.

ბესიკ ჯიქურაულს სახელმწიფო და კერძო სექტორებში, როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო მიმართულებით, მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

წყალმომარაგების კომპანიის დირექტორად დანიშვნამდე, იგი კომპანიის დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. მანამდე კი ინფრასტრუქტურის სამინისტროში ინფრასტრუქტურული პროექტების კოორდინაციისა და ზედამხედველობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

სხვადასხვა წლებში ბესიკ ჯიქურაული მუშაობდა კერძო კომპანიებსა და ორგანიზაციებში, საბანკო სექტორში, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, დიდი ბრიტანეთის საელჩოსა და საქართველოს პარლამენტში.

ბესიკ ჯიქურაულს დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. ასევე, არის მაასტრიხტის უნივერსიტეტის ევროკავშირის სამართლის მაგისტრი და ჰარვარდის ბიზნეს სკოლის კურსდამთავრებული ორგანიზაციული მართვის მიმართულებით.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი