მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ბიძინა გიორგობიანი გორის ინციდენტზე: ამ შემთხვევის გადაყვანა პოლიტიკურ ჭრილში არამართებულია. ეს არის კონკრეტული ადამიანების დანაშაული და სახელმწიფოს ჰქონდა მყისიერი რეაქცია
ბიძინა გიორგობიანი გორის ინციდენტზე: ამ შემთხვევის გადაყვანა პოლიტიკურ ჭრილში არამართებულია. ეს არის კონკრეტული ადამიანების დანაშაული და სახელმწიფოს ჰქონდა მყისიერი რეაქცია

ბიძინა გიორგობიანი გორის ინციდენტზე: ამ შემთხვევის გადაყვანა პოლიტიკურ ჭრილში არამართებულია. ეს არის კონკრეტული ადამიანების დანაშაული და სახელმწიფოს ჰქონდა მყისიერი რეაქცია

იმედი|imedinews.ge

ამ შემთხვევის გადაყვანა პოლიტიკურ ჭრილში არამართებულია. ეს არის კონკრეტული ადამიანების დანაშაული და სახელმწიფოს ჰქონდა მყისიერი რეაქცია პოლიციელების მიერ ჩადენილ გადაცდომაზე, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, ბიძინა გიორგობიანმა გორში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ამ ფაქტის პოლიტიკურ ტრიგერად გადაქცევას ოპოზიცია ვერ შეძლებს, ვინაიდან სახელმწიფოს ასეთ შემთხვევებზე აქვს მყისიერი რეაგირება.

ბიძინა გიორგობიანის განცხადებით, კითხვის ნიშნები კონკრეტული პირების მიმართ არსებობს და ამას გამოძიება გაარკვევს.

„გაარკვევს გამოძიება და გავიგებთ რანაირად აღმოჩნდნენ ის ადამიანები იქ, რომლებიც ამას იწერდნენ და შემდეგ როგორ აგორდა სოციალურ ქსელებში და მასმედიაში ეს შემთხვევა. პირველი არ არის ასეთი შემთხვევა. თუ ისინი [ოპოზიცია] არიან იმის იმედად, რომ გარკვეული კრიმინალი აქციონ პოლიტიკური აქციების და პროტესტის ტრიგერად, ამის იმედად არიან ძალიან ტყუილად. კარგია, როდესაც სახელმწიფოს აქვს იმის უნარი, რომ დამნაშავეები დასაჯოს თვითონ და საქართველო არ დაემსგავსოს უკრაინას, რომელსაც აშშ-დან დაინსტალირებული გარკვეული უწყება იქაურ კრიმინალებს დევნის და ადგილობრივ სამართალდამცავებს ამის უნარი არ გააჩნიათ. ჩვენი სახელმწიფო არის ამისთვის მზად და მოქმედი და ეს ძალიან კარგია. ყველაზე დონეზე კანონი არის ერთი ყველასათვის“, - განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა.

პროკურატურამ პოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე 6 პირი დააკავა.

ადვოკატის ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ დაკავებული პროკურატურის დადგენილების საფუძველზე გათავისუფლდა.

საქართველოს პროკურატურამ მომხდარის ამსახველი კადრების გავრცელებისთანავე გამოძიება ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების მუხლით დაიწყო.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გიორგი კანთელაძემ და დავით ლაშქარეიშვილმა აკადემიური ნიჩბოსნობის ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვეს

გიორგი კანთელაძემ და დავით ლაშქარეიშვილმა აკადემიური ნიჩბოსნობის ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვეს

იმედი

ჯაბა ხუბუა: ნანუკა ჟორჟოლიანმა ნაცი და ნაცმიდრეკილი ქალების შეკრება გამართა, თუმცა, ქალთა თავყრილობაზე ისეთი სახეები გამოჩნდნენ, თავად ერეკლე კოდუას ყოფილი ცოლით დაწყებული და ბაჩანა ახალაიას მოქმედი ცოლით დამთავრებული- ჟორჟოლიანის მიერ წამოწყებულ კამპანიას „მე მიყვარს საქართველო" კი არა „ჩემით ყარს საქართველო" უნდა ერქვას

გადაუღებელმა წვიმამ ინდოეთის რამდენიმე რაიონში წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია

გადაუღებელმა წვიმამ ინდოეთის რამდენიმე რაიონში წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია

იმედი

ივანე აბაშიძე: დღეს ისტორიული დღეა, რამდენადაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა სრულიად ახალ ეტაპზე გადადის

ივანე აბაშიძე: დღეს ისტორიული დღეა, რამდენადაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა სრულიად ახალ ეტაპზე გადადის

იმედი