მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ივანე აბაშიძე: დღეს ისტორიული დღეა, რამდენადაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა სრულიად ახალ ეტაპზე გადადის
ივანე აბაშიძე: დღეს ისტორიული დღეა, რამდენადაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა სრულიად ახალ ეტაპზე გადადის

ივანე აბაშიძე: დღეს ისტორიული დღეა, რამდენადაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა სრულიად ახალ ეტაპზე გადადის

იმედი|imedinews.ge

დღეს ისტორიული დღეა, რამდენადაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა სრულიად ახალ ეტაპზე გადადის, - აცხადებს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ივანე აბაშიძე პორტის საზღვაო აკვატორიაში პირველი დამღრმავებელი გემის (Tristao Da Cunha) შესვლასთან დაკავშირებით. კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების გავლის შემდგომ, გემი მუშაობას დაიწყებს ტალღმტეხის არხის მოწყობის მიზნით.

როგორც ივანე აბაშიძე ამბობს, ნავსადგურში უკვე მიღებულია პირველი ფსკერდამაღრმავებელი გემი, რომელიც პირველ რიგში ე.წ. ტალღმჭრელის ფსკერდაღრმავებით სამუშაოებს განახორციელებს.

„რამდენიმე კვირაში მას შეუერთდება მეორე მცურავი საშუალება, რომელიც განახორციელებს ნავსადგურის შესასვლელი არხისა და ე.წ. შიდა აუზის დაღრმავებით სამუშაოებს.

ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ნავსადგურებში ტვირთბრუნვა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. აღნიშნული, პირველ რიგში, განაპირობებს საქართველოს ნავსადგურებში გამტარუნარიანობის მაქსიმალურ დონეზე დატვირთვას და, ამ თვალსაზრისით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარება ხელს შეუწყობს შუა დერეფანში ტვირთნაკადის გაზრდას, რაც აკავშირებს ცენტრალური აზიის, აზიის სხვა რეგიონებისა და ევროპის სახელმწიფოებს“, - აცხადებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი.

ანაკლიის ზღვის აკვატორიაში ფსკერი 17,5 მეტრამდე დაღრმავდება, შემდგომ ეტაპზე კი 1,380 მეტრის სიგრძის ტალღმტეხი აშენდება. აღნიშნული სამუშაოები წინასწარ განსაზღვრული გეგმის მიხედვით ხორციელდება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ანაკლიის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 43 სტატია.

  • 17,5 მეტრამდე დაღრმავებული ფსკერი მომავალში უზრუნველყოფს შავ ზღვაში მცურავი ყველაზე დიდი ტვირთამწეობის გემების მიღებას, რაც კონკურენტულს ხდის ანაკლიის პორტს სხვა პორტებთან შედარებით - ზურაბ სიჭინავარუსთავი 2
  • ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრონეტგაზეთი
  • მთავრობამ, წელს ანაკლიის პორტის პროექტისთვის ბიუჯეტიდან შესაძლოა დამატებითი თანხა გამოყოსBM.GE
  • ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლაფორმულა
ანაკლიის →

მსგავსი სტატიები

თამარ მახარაშვილი: საზოგადოებას მოვუწოდებ, ნუ ეყრდნობიან ისტორიის სახელმძღვანელოს შესახებ სოციალურ ქსელებში გაჟღერებულ ცრუ ინფორმაციას - რეალურად, მე-10 კლასის ისტორიის სახელმძღვანელო ექვსი ნაწილისგან შედგება და თემატურად არის შედგენილი, ანუ ქრონოლოგიურად კი აღარ მივყვებით პროცესებს, არამედ თემების მიხედვით

ჯაბა სამუშია: ყველა ის მთავარი საკითხი, რომელიც არის გადამწყვეტი საქართველოს ისტორიაში, სახელმძღვანელოში შესულია

ჯაბა სამუშია: ყველა ის მთავარი საკითხი, რომელიც არის გადამწყვეტი საქართველოს ისტორიაში, სახელმძღვანელოში შესულია

იმედი

ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების გარშემო აგორებულ ბრალდებებს ავტორთა გუნდი პასუხობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების გარშემო აგორებულ ბრალდებებს ავტორთა გუნდი პასუხობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ახალი სასწავლო წელი სიახლეების ფონზე - ფორმები საჯარო სკოლებში და ახალი სახელმძღვანელოები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ახალი სასწავლო წელი სიახლეების ფონზე - ფორმები საჯარო სკოლებში და ახალი სახელმძღვანელოები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი