მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ბიძინა გიორგობიანი: ცენტრალური აზიის ქვეყნებთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება არის ძალიან სწორი ნაბიჯი და მიმართულება, ვინაიდან ჩვენ ცენტრალურ აზიასთან ისტორიული ეკონომიკური კავშირი გვაქვს
ბიძინა გიორგობიანი: ცენტრალური აზიის ქვეყნებთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება არის ძალიან სწორი ნაბიჯი და მიმართულება, ვინაიდან ჩვენ ცენტრალურ აზიასთან ისტორიული ეკონომიკური კავშირი გვაქვს

ბიძინა გიორგობიანი: ცენტრალური აზიის ქვეყნებთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება არის ძალიან სწორი ნაბიჯი და მიმართულება, ვინაიდან ჩვენ ცენტრალურ აზიასთან ისტორიული ეკონომიკური კავშირი გვაქვს

იმედი|imedinews.ge

შეხედულება, რომ მხოლოდ ევროპასა და ბრიუსელშია ჭეშმარიტების ქვა და არ შეიძლება აზიაში ან მეზობლებთან გქონდეს ურთიერთობა, არის მცდარი პოლიტიკა, რომელსაც აწარმოებდა წინა ხელისუფლება და რომელიც იყო საქართველოს ეკონომიკისა და პოლიტიკური განვითარების წინაშე ძალიან დიდი დანაშაული, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ბიძინა გიორგობიანმა.

მისი თქმით, ცენტრალურ აზიის ქვეყნებთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება არის ძალიან სწორი ნაბიჯი და მიმართულება, ვინაიდან საქართველოს ცენტრალურ აზიასთან ისტორიული ეკონომიკური კავშირი აქვს.

„ჩვენი პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ უკვე დიდი ხანია აცხადებს, რომ ჩვენი ეკონომიკური ბაზრები არის ძირითადად ცენტრალურ აზიაში, აღმოსავლეთში და უშუალოდ მეზობლებთან. მხოლოდ ამ კონტექსტში შეიძლება განვიხილოთ სავაჭრო ურთიერთობები სხვა ეკონომიკურ და პოლიტიკურ ბლოკებთან, მათ შორის ევროკავშირთანაც. ცენტრალური აზიის ქვეყნებთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება არის ძალიან სწორი ნაბიჯი და მიმართულება, ვინაიდან ჩვენ ცენტრალურ აზიასთან ისტორიული ეკონომიკური კავშირი გვაქვს.

ეს რაღაც ჩამოყალიბებული შეხედულება, რომ მხოლოდ ევროპაში უნდა იარონ და მხოლოდ ბრიუსელშია ჭეშმარიტების ქვა, რომელსაც ხელს მოჰკიდებენ და უკვე კარგები ხდებიან და არ შეიძლება აზიაში ან მეზობლებთან გქონდეს ურთიერთობა, არის მცდარი პოლიტიკა, რომელსაც აწარმოებდა წინა ხელისუფლება. ეს იყო საქართველოს ეკონომიკისა და პოლიტიკური განვითარების წინაშე ძალიან დიდი დანაშაული", - აღნიშნა გიორგობიანმა.

მან „შუა დერეფნის“ მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

„შუა დერეფანი“ წარმოადგენს მულტიმოდალურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროექტს, რომელშიც ძირითადი მაგისტრალური ხაზის მონაწილეა 7 ქვეყანა, მაგრამ ეს ეხება მთლიანად რეგიონს, აზიას. ეს მულტიმოდალური პროექტი, რომელიც საქართველოზე გადის, შეიცავს, როგორც ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის, ასევე, აღმოსავლეთ-დასავლეთ ავტომაგისტრალის მშენებლობას, ასევე პორტების მოდერნიზებას. ეს არის საქართველოს მომავალი, სწორი ორიენტაცია და სწორი გათვლები სამომავლოდ, რამაც საქართველოს უნდა მოუტანოს ძალიან დიდი შემოსავლები და ხანგრძლივი სტაბილური განვითარების პერსპექტივა", - განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა.

მისი თქმით, ამ განვითარებისთვის აუცილებელია, რომ საქართველო იყოს და დარჩეს ნეიტრალურ სახელმწიფოდ, რომ საქართველოში დაინახონ ის სტაბილური და პროგნოზირებადი ქვეყანა, რომელიც მათ სავაჭრო ურთიერთობებს უზრუნველყოფს რეგიონში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი