მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Bild: გერმანიაში ელექტროგადამცემ ქვესადგურებთან დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოაჩინეს
Bild: გერმანიაში ელექტროგადამცემ ქვესადგურებთან დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოაჩინეს

Bild: გერმანიაში ელექტროგადამცემ ქვესადგურებთან დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოაჩინეს

იმედი|imedinews.ge

გერმანელი სამართალდამცველები საბოტაჟის მორიგ ფაქტს იძიებენ. ქალაქების გიორლიცისა და ბაუცენის მიმდებარედ განთავსებულ ელექტროგადამცემ ქვესადგურებთან ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოაჩინეს, იუწყება გამოცემა Bild-ი.

BILD-ის ინფორმაციით, ქვესადგურები ბრანდენბურგის საზღვართან, ლაუსიცის ღია კარიერების ტერიტორიაზე მდებარეობს. ამ რეგიონში კომპანია LEAG-ი ლიგნიტს მოიპოვებს, რომელსაც შემდეგ იანშვალდესა და ბოქსბერგის ელექტროსადგურებში ელექტროენერგიის საწარმოებლად იყენებენ.

პოლიციის წარმომადგენელმა ანია ლოიშნერმა ფაქტი დაადასტურა: „მიმდინარეობს საპოლიციო ღონისძიება. ოპერატიული მოსაზრებებიდან გამომდინარე, დამატებით ინფორმაციას ვერ გავავრცელებთ“, - აღნიშნა მან.

პოლიციის სწრაფი რეაგირების დანაყოფების თანამშრომლები მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზებს ამოწმებენ, რათა შესაძლო კვალსა და სხვა ასაფეთქებელ მოწყობილობებს მიაკვლიონ, წერს გამოცემა.

მანამდე, როგორც გამოცემა აღნიშნავს, მიმდინარე წლის 2 სექტემბერს, ქალაქ ბრანდენბურგში ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანდა. იმავე დღეს დივერსიული თავდასხმა განხორციელდა კიოლნთან მდებარე ბერგჰაიმის ქვესადგურზე.

BILD-ის ინფორმაციით, თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში მცხოვრებმა მამაკაცმა აიღო. 49 წლის ვინმე დანიელ ვ.-მ წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ის აცხადებს, რომ გერმანიის რამდენიმე ადგილას მოკლე ჩართვების გამოწვევაზე პასუხისმგებლობა მას ეკისრება.

პოლიციამ მისი საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკა, თუმცა ეჭვმიტანილის დაკავება ვერ მოხერხდა. ის მიმალვაში იმყოფება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

The New York Times: პენტაგონმა ინფორმაციის გაჟონვის საქმის გამოძიების ფარგლებში 50-მდე თანამშრომელი სიცრუის დეტექტორზე შეამოსწმა

The New York Times: პენტაგონმა ინფორმაციის გაჟონვის საქმის გამოძიების ფარგლებში 50-მდე თანამშრომელი სიცრუის დეტექტორზე შეამოსწმა

იმედი

დავით ქართველიშვილი: პეტერ ფიშერის ჩანაცვლება ბარბარა ფოსით არის დემონსტრაციული გადასვლა ფრონტალური პოლიტიკური კონფრონტაციიდან „რბილი ძალის“ სტრატეგიაზე

დავით ქართველიშვილი: პეტერ ფიშერის ჩანაცვლება ბარბარა ფოსით არის დემონსტრაციული გადასვლა ფრონტალური პოლიტიკური კონფრონტაციიდან „რბილი ძალის“ სტრატეგიაზე

იმედი

ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმში გამოჩენილი მხატვრის, ალექსი ვეფხვაძის 105 წლისადმი მიძღვნილი პირველი პერსონალური გამოფენა გაიხსნა

ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმში გამოჩენილი მხატვრის, ალექსი ვეფხვაძის 105 წლისადმი მიძღვნილი პირველი პერსონალური გამოფენა გაიხსნა

იმედი

ტრამპის განცხადებით, მას შემდეგ, რაც მან ონტარიოს ტბას ამერიკის ტბა დაარქვა, აღნიშნულ რეგიონში ბიზნესი აყვავდა

ტრამპის განცხადებით, მას შემდეგ, რაც მან ონტარიოს ტბას ამერიკის ტბა დაარქვა, აღნიშნულ რეგიონში ბიზნესი აყვავდა

იმედი