მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ბიოჰაკერმა ბრაიან ჯონსონმა განაცხადა, რომ საკუთარი კლონი შექმნა
ბიოჰაკერმა ბრაიან ჯონსონმა განაცხადა, რომ საკუთარი კლონი შექმნა

ბიოჰაკერმა ბრაიან ჯონსონმა განაცხადა, რომ საკუთარი კლონი შექმნა

იმედი|imedinews.ge

ამერიკელმა მეწარმემ, ბრაიან ჯონსონმა, რომელიც აქტიურად უწევს პოპულარიზაციას ბიოჰაკინგის იდეებს, განაცხადა, რომ საკუთარი თავის კლონი შექმნა.

მან სოციალურ ქსელში X დაწერა, რომ ახალ კლონს მან ბრაიანი დაარქვა და ის ჯერჯერობით ლაბორატორიულ ჭურჭელში ცხოვრობს. ჯონსონმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ რისი გაკეთებაა შესაძლებელი მისი მეშვეობით. უპირველეს ყოვლისა, მას შეეძლება გახდეს საკუთარი თავის კლონი და მასზე მკურნალობის მეთოდები გამოცადოს. ასევე შესაძლებელი იქნება ტრანსპლანტაციისთვის ორგანოების გაზრდა და ახალგაზრდა უჯრედების შეყვანა.

„ვიღაცამ ეს შეიძლება შეაშინოს... ანტიუტოპიური მომავალი. მაგრამ სხვები ამაში მედიცინის გარდაუვალ მომავალს დაინახავენ. კლინიკური კვლევები უკვე იყენებს ამ ტექნოლოგიას პარკინსონის დაავადების დროს დოფამინური ნეირონების აღსადგენად, გულის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და მხედველობის გაუმჯობესებისთვის“, - დაწერა ბიოჰაკერმა.

ასევე ბრაიანმა კლონი შექმნის პროცესი აღწერა. თავდაპირველად ხდება სისხლის ჩაბარება, შემდეგ უჯრედების გამოყოფა იამანაკას ფაქტორების გამოყენებით. ამის შემდეგ იშლება ეპიგენეტიკური ასაკი და უჯრედები ემბრიონულ მდგომარეობას უბრუნდება.

ბიოჰაკერმა აღნიშნა, რომ ეს ტექნოლოგია დაბერების პროცესის შეჩერების შესაძლებლობებს ხსნის.

„უკვე ვთქვი, რომ განუკურნებელი დაავადების დიაგნოზი ერთ-ერთი საუკეთესო რამაა, რაც ჩემს თავს დიდი ხნის განმავლობაში მომხდარა. მან ჩემ წინაშე ორგანიზმის აღდგენისა და გამაგრების ახალი შესაძლებლობები გახსნა“, - განაცხადა ბრაიანმა.

ივლისის დასაწყისში კაცმა თქვა, რომ მას აუტოიმუნური დაავადება აღმოაჩნდა, რომლის დროსაც მისი კუჭი „საკუთარ თავს ჭამს“.

ჯონსონმა სახელი ცხოვრების უჩვეულო სტილით გაითქვა. გაახალგაზრდავების მიზნით, ის საკუთარ ორგანიზმში თავისი 17 წლის შვილის სისხლს ისხამდა, უცნაურ დიეტებს იცავდა და სახეში ახალგაზრდა დონორების ცხიმის ინიექციებს იკეთებდა.

ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯონსონი უამრავ მკაცრ წესს იცავს და უჩვეულო განრიგით ცხოვრობს - დასაძინებლად ერთსა და იგივე დროს წვება და დღეში დაახლოებით ხუთ საათს მედიტაციას უთმობს, რომელსაც „კონცენტრირებულ ფიქრს“ უწოდებს. ძილის დროს მასზე მიერთებულია სენსორები, რომლებიც უამრავ მაჩვენებელს ზომავს.

მის ჯანმრთელობას ყოველდღიურად ექიმების გუნდი აკვირდება, კაცი ათობით წამალს და საკვებ დანამატს იღებს. ჯონსონი ამბობს, რომ ყველაზე კარგად შესწავლილი ორგანიზმი აქვს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საკუთარი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 115 სტატია.

  • ვლადიმირ პუტინმა საკუთარი დაცვის წევრთა რაოდენობა კიდევ ერთხელ გაზარდაBM.GE
  • გიორგი გაჩეჩილაძის მიზანია, ტალახში გასვაროს სხვა, რათა საკუთარი სიბინძურე ნაკლებად სჩანდეს - ნიკოლოზ რაჭველის პასუხი პროპაგანდასტვ პირველი
  • დონალდ ტრამპმა საკუთარი თავი აშშ-ის ისტორიაში ერთადერთ „უდიდეს“ პრეზიდენტად გამოაცხადაფორმულა
  • იმერეთში 67 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვესნეტგაზეთი
საკუთარი →

მსგავსი სტატიები

ოპოზიციის პროპაგანდისტი ლეო ნაფტა პუტინის, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის შეხვედრაზე: არ ვიცი, ამ სირცხვილს, რასაც ტრამპისნაირი უროდის ორჯერ არჩევა ჰქვია, როდის ჩამოირეცხავს ეს ქვეყანა. აი, ამ მახინჯების ჯინაზე, ტრამპის დროს უნდა გადაჯეგოს უკრაინამ ღორეთი

ოპოზიციის პროპაგანდისტი ლეო ნაფტა პუტინის, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის შეხვედრაზე: არ ვიცი, ამ სირცხვილს, რასაც ტრამპისნაირი უროდის ორჯერ არჩევა ჰქვია, როდის ჩამოირეცხავს ეს ქვეყანა. აი, ამ მახინჯების ჯინაზე, ტრამპის დროს უნდა გადაჯეგოს უკრაინამ ღორეთი

იმედი

ირაკლი ეგოიანმა „ტილბუგს“ გოლი გაუტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა

ირაკლი ეგოიანმა „ტილბუგს“ გოლი გაუტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა

იმედი

პარიზში საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

პარიზში საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

იმედი

ლისაბონში მიმდინარე ფიფას საკონტინენტთაშორისო თასის ჯგუფური ეტაპი საქართველოს კიბერფეხბურთის ნაკრებმა პირველ ადგილზე დაასრულა

ლისაბონში მიმდინარე ფიფას საკონტინენტთაშორისო თასის ჯგუფური ეტაპი საქართველოს კიბერფეხბურთის ნაკრებმა პირველ ადგილზე დაასრულა

იმედი