მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ბლოკი „ძლიერი სომხეთი“: არჩევნები უპრეცედენტო ზეწოლის, დევნისა და დარღვევების ფონზე ჩატარდა
ბლოკი „ძლიერი სომხეთი“: არჩევნები უპრეცედენტო ზეწოლის, დევნისა და დარღვევების ფონზე ჩატარდა

ბლოკი „ძლიერი სომხეთი“: არჩევნები უპრეცედენტო ზეწოლის, დევნისა და დარღვევების ფონზე ჩატარდა

იმედი|imedinews.ge

სომხეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ბლოკ „ძლიერი სომხეთის“ პრესსპიკერმა, მარიანა ღაჰრამანიანმა განცხადება გაავრცელა. ოპოზიციური ბლოკის წარმომადგენლის განცხადებით, მთელი საარჩევნო პროცესის განმავლობაში მათი გუნდი ხელისუფლების მხრიდან ორგანიზებული, უპრეცედენტო და მასშტაბური დევნისა და ზეწოლის პირობებში მუშაობდა.

ღაჰრამანიანის თქმით, წინასაარჩევნო პერიოდი მიზანმიმართული რეპრესიებით ხასიათდებოდა, რაც მიზნად ისახავდა პოლიტიკური კონკურენციის შეზღუდვასა და ამომრჩევლის ნებაზე გავლენის მოხდენას.

„წინასაარჩევნო ფაზას თან სდევდა მიზანმიმართული ქმედებები ჩვენი ლიდერის [ბლოკის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ბიზნესმენი და ქველმოქმედი სამველ კარაპეტიანი], დეპუტატობის კანდიდატების, მხარდამჭერებისა და გუნდის წევრების წინააღმდეგ. ადგილი ჰქონდა მასობრივ უკანონო დაკავებებსა და სისხლისსამართლებრივ დევნას“, - აცხადებს პრესსპიკერი.

„ძლიერ სომხეთში“ აღნიშნავენ, რომ უშუალოდ კენჭისყრის დღეს ადმინისტრაციული რესურსი მასშტაბურად იყო გამოყენებული, როგორც სახელმწიფო, ისე მუნიციპალურ დონეზე, რათა არჩევნების საბოლოო შედეგები წინასწარ ყოფილიყო განსაზღვრული. ოპოზიციის მტკიცებით, რესპუბლიკის მასშტაბით მთელი დღის განმავლობაში უამრავი საარჩევნო დარღვევა დაფიქსირდა.

ბლოკის განცხადებაში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ქმედებაზე.

„მოხდა უპრეცედენტო ფენომენი: სანამ ცენტრალური საარჩევნო კომისია ყველა საარჩევნო უბნის შედეგებს დაამუშავებდა, ნიკოლ ფაშინიანმა ‘გამარჯვება და მთავრობის ერთპიროვნულად ფორმირება’ გამოაცხადა. ეს იყო პირდაპირი მითითება და სიგნალი ცესკოსთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

მარიანა ღაჰრამანიანი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ პირობებში გამოქვეყნებული ციფრები ვერ ასახავს ამომრჩევლის ნამდვილ ნებას და მათი მიღება სიღრმისეული შესწავლის, სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასების გარეშე შეუძლებელია.

ამ დროისთვის, „ძლიერი სომხეთის“ ცენტრალური შტაბი საარჩევნო უბნებიდან მიღებულ მონაცემებსა და შექმნილ ვითარებას აანალიზებს. ბლოკის ოფიციალური პოზიცია და შემდგომი პოლიტიკური ნაბიჯები საზოგადოებისთვის სწორედ ამ ანალიზის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ძლიერი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 49 სტატია.

  • მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი: გავაგრძელებთ საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერას, რათა ძლიერი რეზოლუციის სისტემა იქონიოს. მსოფლიო ბანკს კვლავაც აქვს პატივი საქართველოს გვერდით იდგეს განვითარების ამ პროცესშირუსთავი 2
  • კრეტაზე და პელოპონესზე ძლიერი ხანძარია - ტურისტების ევაკუაცია გახდა საჭიროBM.GE
  • საქართველოში გამოჩნდა ძალიან ძლიერი სინთეზური კანაბინოიდი – ნარკოლოგინეტგაზეთი
  • ლელო ძლიერი საქართველო: ელისაშვილი არის ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარიფორმულა
ძლიერი →

მსგავსი სტატიები

ნაურუს მთავრობის განცხადება: ნაურუს რესპუბლიკის მთავრობა აცხადებს, რომ უკან იხმობს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას - შესაბამისად, ნაურუს რესპუბლიკამ დაუყოვნებლივ შეწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან

POLITICO: ტრამპის ჩრდილი ბრიტანეთის ეკონომიკას კვლავ ემუქრება - ინგლისის ბანკმა განაცხადა, რომ ირანში განახლებულმა კონფლიქტმა შესაძლოა ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვიოს

POLITICO: ტრამპის ჩრდილი ბრიტანეთის ეკონომიკას კვლავ ემუქრება - ინგლისის ბანკმა განაცხადა, რომ ირანში განახლებულმა კონფლიქტმა შესაძლოა ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვიოს

იმედი

გურამ ნიკოლაშვილი სიძულვილის ენაზე: შეუძლებელია ყველაფერზე მიიღო კანონი, თუმცა უნდა ჩანდეს რასთან გვაქვს საქმე და უნდა იყოს ახსნილი, რომ ეს არის მიზანმიმართული, ხელშეწყობილი და ის, რომ იმ პოდკასტს თავისი მფლობელი და დამფინანსებელი ჰყავს, რომელსაც ძალიან კარგად ესმის რას აკეთებს

გურამ ნიკოლაშვილი ტრადიციების შეურაცხყოფაზე: მიზანია მოირყეს კრიტერიუმები, მოხდეს ყველაფრის დესაკრალიზაცია და შემდეგ თუ ყველაფერი მოსულა, ბუნებრივია ასეთ პირობებში და წესებში იმარჯვებს ის, ვისაც შეუძლია მეტის კადრება