მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Bloomberg: ევროპაში სიცხის გამო ჩინურ კონდიციონერებზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა
Bloomberg: ევროპაში სიცხის გამო ჩინურ კონდიციონერებზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა

Bloomberg: ევროპაში სიცხის გამო ჩინურ კონდიციონერებზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა

იმედი|imedinews.ge

ივნისის ბოლოს ევროპაში დაფიქსირებულმა რეკორდულმა სიცხემ მკვეთრად ჩინური წარმოების მობილურ კონდიციონერებზე მოთხოვნა გაზარდა, - წერს Bloomberg-ი.

ანალიტიკოსების პროგნოზით, მეორე კვარტლის შედეგებით, ევროპაში საყოფაცხოვრებო ტექნიკის ერთ-ერთი უმსხვილესი ჩინური მწარმოებლის, Midea-ს კონდიციონერების გაყიდვები, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შესაძლოა 20%-ით გაიზარდოს. კომპანია მაღალი მოთხოვნისთვის წინასწარ მოემზადა და მობილური კონდიციონერების მარაგები შექმნა. ევროპაში გაყიდვების დაახლოებით ასეთსავე ზრდას ელოდება კიდევ ერთი ჩინური მწარმოებელი - Haier Smart Home.

ამასთანავე, ანალიტიკოსები ეჭვობენ, რომ ევროპაში კონდიციონერებზე მოთხოვნის ზრდა დააკომპენსირებს ჩინეთის ბაზარზე გაყიდვების კლებას, რომელიც მწარმოებლებისთვის შემოსავლის მთავარ წყაროდ რჩება. გამოცემა წერს, რომ ჩინური საყოფაცხოვრებო ტექნიკის მწარმოებლები კვლავ აწყდებიან შიდა ბაზარზე სუსტ მოთხოვნას, სახელმწიფო სუბსიდიების შემცირებასა და ნედლეულის გაძვირებას.

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მონაცემებით, კონდიციონერებით ევროპული ოჯახების დაახლოებით 20%-ია აღჭურვილი, რაც მობილური კონდიციონერების გაყიდვების შემდგომი ზრდის შესაძლებლობას აჩენს. როგორც Bloomberg-ი აღნიშნავს, ეს მათ შორის უკავშირდება ევროპის ქვეყნებში არსებულ სხვადასხვა შეზღუდვებს სახლებში დიდი ზომის კონდიციონერების დამონტაჟებაზე.

ივნისში ევროპამ ანომალიური სიცხის ტალღა გადაიტანა, რა დროსაც სხვადასხვა ქვეყნებში ტემპერატურა +30 და +40 გრადუსს აღემატებოდა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ამირან სალუქვაძე ბარამიძის განცხადებაზე: კონკრეტულ მიზანს ემსახურება - არ შედგეს დიალოგი, არ შედგეს საუბარი ჩვენსა და აფხაზებს, ჩვენსა და ოსებს შორის

ამირან სალუქვაძე ბარამიძის განცხადებაზე: კონკრეტულ მიზანს ემსახურება - არ შედგეს დიალოგი, არ შედგეს საუბარი ჩვენსა და აფხაზებს, ჩვენსა და ოსებს შორის

იმედი

სად გადის ზღვარი პოლიტიკურ მანიპულაციასა და სამშობლოს ღალატს შორის - სამშვიდობო პოლიტიკის მტრები. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

სად გადის ზღვარი პოლიტიკურ მანიპულაციასა და სამშობლოს ღალატს შორის - სამშვიდობო პოლიტიკის მტრები. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

იმედი

ლევან ნიკოლეიშვილი გიორგი ბარამიძის განცხადებაზე: პირდაპირ არის გამიზნული სახელმწიფოს წინააღმდეგ ქმედებად, რომ გამოიყვანოს საქართველო ისეთ სახელმწიფოდ, რომლისთვისაც არავითარი კანონები არ არსებობს

ომი ჩვენი მამების ნატვრა არ ყოფილა, ისინი იბრძოდნენ იმიტომ, რომ მათთვის სამშობლოს დაცვა ღირსების საკითხი იყო. სწორედ ამიტომ არის ჩემთვის განსაკუთრებით მძიმე და შეურაცხმყოფელი გია ბარამიძის განცხადება - უმძიმესი ბრალდება, რომელიც შეურაცხყოფს არა მხოლოდ დაღუპულთა ხსოვნას - ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი