მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Bloomberg: ფრიდრიხ მერცის პოპულარობა რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა
Bloomberg: ფრიდრიხ მერცის პოპულარობა რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა

Bloomberg: ფრიდრიხ მერცის პოპულარობა რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა

იმედი|imedinews.ge

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის პოპულარობა ისტორიულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა. სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებს სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.

გამოკითხვის თანახმად, მერცი დაახლოებით ერთი წლის წინ მოვალეობის შესრულებას შეუდგა, ხოლო დღეს მისი მხარდაჭერის რეიტინგი 16%-ს შეადგენს.

ეს არის ყველაზე დაბალი რეიტინგი, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა გერმანიის კანცლერებთან დაკავშირებით 1997 წლიდან.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, მერცის რეიტინგი აპრილში 5 პროცენტული პუნქტით მაღალი იყო.

გამოკითხვაში მონაწილე ადამიანების 83%-მა განაცხადა, რომ მერცის მუშაობით უკმაყოფილოა. აპრილში ეს მაჩვენებელი 7 პროცენტული პუნქტით დაბალი იყო.

გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტთა 69% ფიქრობს, რომ მერცი დაკისრებულ მოვალეობებს ვერ ართმევს თავს, 14%-ს გერმანიის კანცლერის ურთიერთობის სტილი არ მოსწონს.

გამოკითხვა კომპანია Infratest Dimap-მა ჩაატარა. მასში მონაწილეობა 1 303 ამომრჩეველმა მიიღო. გამოკითხვა ტელეფონით და ინტერნეტის მეშვეობით ჩატარდა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი