მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Bloomberg: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტი, რომელიც სენატმა გასულ თვეში ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში მზარდ წინააღმდეგობას აწყდება
Bloomberg: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტი, რომელიც სენატმა გასულ თვეში ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში მზარდ წინააღმდეგობას აწყდება

Bloomberg: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტი, რომელიც სენატმა გასულ თვეში ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში მზარდ წინააღმდეგობას აწყდება

იმედი|imedinews.ge

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტი, რომელიც სენატმა გასულ თვეში ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში მზარდ წინააღმდეგობას აწყდება და, სავარაუდოდ, სულ მცირე, ნოემბრის არჩევნებამდე შეჩერდება, იმ შიშის ფონზე, რომ აღნიშნული ზომა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სატარიფო უფლებამოსილებებს გააფართოებს და ნავთობის ფასებს გაზრდის, - წერს საინფორმაციო სააგენტო Bloomberg-ი.

ორივე პარტიის კანონმდებლებს შორის მზარდი შეშფოთება გამარჯვებაა საცალო ვაჭრობის სექტორისა და გავლენიანი ბიზნეს-ალიანსის, აშშ-ის სავაჭრო პალატისთვის, რომლებიც აღვივებდნენ შიშს, რომ აღნიშნული ზომა ტრამპის ადმინისტრაციას ფართომასშტაბური ტარიფების დაწესების ახალ სამართლებრივ საფუძველს მისცემდა.

კანონპროექტი, რომლის ავტორიც სენატორი ლინდსი გრემი იყო, უფლებამოსილებას ანიჭებს ტრამპს, 100%-იანი ტარიფები დააწესოს რუსული ნედლი ნავთობისა და ბუნებრივი აირის ხუთ უმსხვილეს მყიდველზე, ასევე იმ ხუთ წამყვან ქვეყანაზე, რომლებიც რუსეთს ენერგეტიკული სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან. რუსული ნავთობპროდუქტების უდიდესი მყიდველები ჩინეთი, ინდოეთი და თურქეთი არიან.

ვაშინგტონში უკრაინის ზოგიერთი მხარდამჭერი კანონპროექტის მიღებას იმის გამო ითხოვდა, რომ ეს კიევისადმი აშშ-ის მხარდაჭერის სიგნალი ყოფილიყო. თუმცა გაურკვეველია, რეალურად გამოიყენებდა თუ არა ტრამპი იმ უფლებამოსილებებს, რომლებსაც მას კანონპროექტი ანიჭებს, განსაკუთრებით ჩინეთის წინააღმდეგ.

წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა ხუთშაბათს ეჭვქვეშ დააყენა სანქციების კანონპროექტის კენჭისყრაზე გატანა 3 ნოემბრის შუალედურ არჩევნებამდე. მისი თქმით, ეს ნაწილობრივ იმით არის განპირობებული, რომ კანონმდებლები მომდევნო ორი თვის განმავლობაში ვაშინგტონში მუშაობას მხოლოდ რამდენიმე დღის განმავლობაში გეგმავენ.

ჯონსონმა განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა და საგადასახადო კომიტეტების წამყვანი „დემოკრატები“ ეწინააღმდეგებიან ამ ზომას, რაც „დემოკრატებს“ შორის უფრო ფართო სირთულეებზე მიუთითებს. მისი თქმით, შეშფოთების „კერები“ წარმომადგენელთა პალატის „რესპუბლიკელებს“ შორისაც არსებობს.

„ყველას გვაქვს გააზრებული რუსეთისთვის სანქციების დაწესების აუცილებლობა, თუმცა კანონის მიღებისას სწორი ფორმულაა საჭირო“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს ხუთშაბათს. - „ვცდილობთ საკითხის დამუშავებას, რათა მივიღოთ ისეთი საბოლოო დოკუმენტი, რომლის გატანასაც შევძლებთ“.

წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბრაიან მასტმა განაცხადა, რომ კანონპროექტი ნაწილობრივ ფასდება საწვავის ფასებზე მისი შესაძლო გავლენის გამო. მასტმა აღნიშნა, რომ თუ კანონპროექტი აიძულებს ინდოეთსა და რუსული ნედლი ნავთობის სხვა მყიდველებს გადავიდნენ სხვა ქვეყნების ნავთობის ბაზარზე, ამან შესაძლოა ფასების ზრდა გამოიწვიოს.

„დემოკრატები“ თავის მხრივ შიშობენ, რომ ტრამპი კანონპროექტს გამოიყენებს როგორც ახალ სამართლებრივ საფუძველს ფართომასშტაბური ტარიფებისთვის, იმ ფონზე, როდესაც მისი მოქმედი ტარიფები სასამართლოშია გასაჩივრებული.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

The Washington Post: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ, პუტინი სამხედრო გამარჯვების მისაღწევად ზეწოლას აძლიერებს

The Washington Post: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ, პუტინი სამხედრო გამარჯვების მისაღწევად ზეწოლას აძლიერებს

იმედი

„კასპიის ენერგეტიკული კლუბის“ წევრები აჭარის საინვესტიციო პოტენციალს გაეცნენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„კასპიის ენერგეტიკული კლუბის“ წევრები აჭარის საინვესტიციო პოტენციალს გაეცნენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ზაალ ანჯაფარიძე: თუ წინა წლებში მავნებელთა შეგნებულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ზოგჯერ წაყრუებაც ხდებოდა, ახლა ეს კომფორტი დეზინფორმატორებს აღარ აქვთ და რეაგირება არის მყისიერი და მკაცრი

ზაალ ანჯაფარიძე: თუ წინა წლებში მავნებელთა შეგნებულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ზოგჯერ წაყრუებაც ხდებოდა, ახლა ეს კომფორტი დეზინფორმატორებს აღარ აქვთ და რეაგირება არის მყისიერი და მკაცრი

იმედი

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 ადამიანი დააკავეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 ადამიანი დააკავეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი