მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. The Washington Post: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ, პუტინი სამხედრო გამარჯვების მისაღწევად ზეწოლას აძლიერებს
The Washington Post: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ, პუტინი სამხედრო გამარჯვების მისაღწევად ზეწოლას აძლიერებს

The Washington Post: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ, პუტინი სამხედრო გამარჯვების მისაღწევად ზეწოლას აძლიერებს

იმედი|imedinews.ge

რუსეთის ელიტის წარმომადგენლებისა და ანალიტიკოსების შეფასებით, ვლადიმირ პუტინი უკრაინის საჰაერო თავდაცვის მძიმე მდგომარეობით სარგებლობს და დაბომბვის კამპანიას ამწვავებს - მას სჯერა, რომ ამ გზით კიევს, შესაძლოა ამ ზამთრამდეც კი, მთავარ ტერიტორიულ დათმობებზე წასვლას აიძულებს, - წერს ამერიკული გამოცემა The Washington Post-ი.

„აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, ჯონ რეტკლიფის მოსკოვში იშვიათი და მოულოდნელი ვიზიტიდან გასულ 10 დღეში, რუსულმა ძალებმა სარაკეტო და რეაქტიულ დრონთა იერიშები გააძლიერეს. სამიზნეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მათ შორის ენერგოსისტემა, წყალმომარაგება, სუპერმარკეტები და სურსათის საწყობები წარმოადგენდა“, - აღნიშნულია სტატიაში.

პარასკევს, როდესაც ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, ჩიხში შესული სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების მცდელობის ფარგლებში, უახლოეს დღეებში მოსკოვსა და კიევში ვიზიტს გეგმავენ, რუსულმა დრონმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცენტრალურ შტაბ-ბინაზე იერიში მიიტანა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ ამ დარტყმას „ესკალაციის სერიოზული ეტაპი“ უწოდა.

„ეჭვიც არ მეპარება, რომ მტერი გატყდება“, - განუცხადა პუტინმა რუს ჟურნალისტებს. მისმა განცხადებებმა, როგორც ჩანს, დაადასტურა შეფასებები იმის შესახებ, რომ რეტკლიფის ვიზიტმა არა მხოლოდ ვერ დაარწმუნა რუსეთის ლიდერი ომის შეჩერებაში, არამედ შესაძლოა გააძლიერა კიდეც მისი განზრახვა - გვერდი აუაროს ცეცხლის შეწყვეტას და განაგრძოს უკრაინაზე ზეწოლა, რათა კიევმა მოსკოვს ტერიტორიები დაუთმოს.

შეხვედრების შემდეგ რეტკლიფს დარჩა შთაბეჭდილება, რომ მან სასურველი გზავნილი გადასცა, თუმცა „ვითარება არსებითად ვერ შეცვალა“ - განაცხადა საკითხში ჩახედულმა წყარომ. ამავე წყაროს თქმით, რუსეთმა ეს ვიზიტი აღიქვა როგორც „მცდელობა, პუტინი ომის შეჩერებაში დაერწმუნებინათ, თუმცა პუტინმა ეს სუსტ პოზიციად მიიჩნია“.

„გზავნილი ასეთი იყო: საქმეები ცუდად მიგდით. დროა ვისაუბროთ. მოდით, გამოსავალი ვიპოვოთ, რადგან ექვს ან თორმეტ თვეში თქვენი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება“, - განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ.

ვიზიტზე პუტინის პასუხი, როგორც ჩანს, უკრაინაზე განუწყვეტელ საჰაერო დარტყმებსა და ყირგიზეთში, რეგიონული უსაფრთხოების კონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებებში გამოიხატა. იქვე იგი ირანის პრეზიდენტს, მასუდ პეზეშკიანს შეხვდა და თეირანს შეერთებულ შტატებთან ომში მხარდაჭერა აღუთქვა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

უკრაინაში გენერალური პროკურატურის მაღალჩინოსანი თაღლითური ქოლ-ცენტრების მფარველობის ბრალდებით დააკავეს

უკრაინაში გენერალური პროკურატურის მაღალჩინოსანი თაღლითური ქოლ-ცენტრების მფარველობის ბრალდებით დააკავეს

იმედი

ტრამპი დიდ ბრიტანეთზე: თქვენი ქვეყანა განსაცდელშია, კატასტროფის პირას ხართ

ტრამპი დიდ ბრიტანეთზე: თქვენი ქვეყანა განსაცდელშია, კატასტროფის პირას ხართ

იმედი

„კასპიის ენერგეტიკული კლუბის“ წევრები აჭარის საინვესტიციო პოტენციალს გაეცნენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„კასპიის ენერგეტიკული კლუბის“ წევრები აჭარის საინვესტიციო პოტენციალს გაეცნენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ზაალ ანჯაფარიძე: თუ წინა წლებში მავნებელთა შეგნებულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ზოგჯერ წაყრუებაც ხდებოდა, ახლა ეს კომფორტი დეზინფორმატორებს აღარ აქვთ და რეაგირება არის მყისიერი და მკაცრი

ზაალ ანჯაფარიძე: თუ წინა წლებში მავნებელთა შეგნებულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ზოგჯერ წაყრუებაც ხდებოდა, ახლა ეს კომფორტი დეზინფორმატორებს აღარ აქვთ და რეაგირება არის მყისიერი და მკაცრი

იმედი