მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Bloomberg: თურქეთი შავ ზღვაში რუსული და უკრაინული თავდასხმების გახშირების გამო გემების მოძრაობას ზღუდავს
Bloomberg: თურქეთი შავ ზღვაში რუსული და უკრაინული თავდასხმების გახშირების გამო გემების მოძრაობას ზღუდავს

Bloomberg: თურქეთი შავ ზღვაში რუსული და უკრაინული თავდასხმების გახშირების გამო გემების მოძრაობას ზღუდავს

იმედი|imedinews.ge

თურქეთი შავ ზღვაში კომერციული გემების შესვლას ზღუდავს. ინფორმაციას Bloomberg-ი საკითხზე ინფორმირებულ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, გადაწყვეტილება თურქეთის ხელისუფლების მზარდ შეშფოთებას უკავშირდება, რომელიც რეგიონში რუსული და უკრაინული თავდასხმების გახშირებას მოჰყვა.

წყაროების ცნობით, თურქეთის სანაპირო უსაფრთხოების გენერალურმა დირექტორატმა რამდენიმე გემს, რომელიც რუსეთის ნოვოროსიისკისკენ მიემართებოდა, აცნობა, რომ ამჟამად ასეთი რეისებისთვის ტრანზიტის ნებართვებს არ გასცემს ან დარდანელის სრუტით ტრანზიტზე განაცხადების განხილვას დამატებითი დრო დასჭირდება.

წყაროების განცხადებით, ხელისუფლებას გადაწყვეტილების მიზეზი არ განუმარტავს. გადაწყვეტილება ფაქტობრივად ზღუდავს გემების ნაკადს შავ ზღვაში, სადაც კომერციულ გემებზე, მათ შორის თურქეთის მფლობელობაში მყოფ ხომალდებზე, გახშირებულმა თავდასხმებმა ანკარის მხრიდან უსაფრთხოების გაძლიერების მოთხოვნები გამოიწვია.

მიმდინარე კვირის დასაწყისში თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დრონებით განხორციელებული თავდასხმების შედეგად თურქეთის კუთვნილი ორი გემის ეკიპაჟის წევრები, მათ შორის თურქეთის მოქალაქეები, დაშავდნენ.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა შესაბამის მხარეს, განსაკუთრებით კი კონფლიქტის მონაწილე მხარეებს, დაუყოვნებლივ მიიღონ კონკრეტული ზომები შავ ზღვაში ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს სამშაბათს გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების განცხადებით, დაძაბულობის შემდგომ ესკალაციას „მრავალმხრივი უარყოფითი შედეგები“ მოჰყვება, მათ შორის სურსათის უსაფრთხოების მიმართულებით.

წყაროების ცნობით, ზოგიერთ გემს ასევე აცნობეს, რომ შეზღუდვა უკრაინის მიმართულებით მიმავალ გემებზეც ვრცელდება.

თურქეთის გადაწყვეტილება გლობალურ ვაჭრობას დამატებით პრობლემებს უქმნის იმ დროს, როდესაც ნავთობის გადაზიდვები ისედაც მნიშვნელოვნად შეფერხებულია ირანის ომისა და ჰორმუზის სრუტით გადაზიდული ნავთობის მოცულობის შემცირების გამო, წერს სააგენტო.

რუსეთისა და უკრაინის მიერ შავ ზღვაში თავდასხმების გახშირებამ ასევე გაზარდა შეშფოთება შავი ზღვის მარცვლეულის მიწოდების უსაფრთხოების გამო. ამ ფაქტორმა, სხვა გარემოებებთან ერთად, ივლისში ხორბლის ფასების ორი წლის მაქსიმუმამდე ზრდას შეუწყო ხელი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსული

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 73 სტატია.

  • თბილისში რუსული სპეცსამსახურებთან დაკავშირებული კიბერუსაფრთხოების სამიტი გაიმართაფორმულა
  • ბრიტანეთმა რუსული ბანკებისა და გემებისთვის ახალი სანქციები დააწესაBM.GE
  • ირაკლი კობახიძე: გვახსოვს, როგორ მიესალმებოდნენ დღევანდელი მთავარი "რუსოფობები" - ხოშტარია, ჯაფარიძე და სხვები რუს ტურისტებს, რუსულ ფულს, რომელსაც მაშინ "სუნი არ ჰქონდა". ეს მაშინ, რაც რუსეთს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარებული აქვსრუსთავი 2
  • უკრაინამ რუსული Wildberries-ის საწყობები ვლადიმირის ოლქშიც დაბომბატვ პირველი
რუსული →მოძრაობის →

მსგავსი სტატიები

Reuters: უნგრეთის მმართველმა პარტიამ პრეზიდენტობის კანდიდატად უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე წარადგინა

Reuters: უნგრეთის მმართველმა პარტიამ პრეზიდენტობის კანდიდატად უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე წარადგინა

იმედი

თამარ ჩიბურდანიძე:აგვისტოს ომი ქართველი ერის თვითგადაფასების აქტად იქცა და სწორედ ამ რეალობის გათვალისწინებით უნდა ჩამოყალიბდეს ისტორიული ნარატივი, უპირველეს ყოვლისა, ახალგაზრდობისთვის სასწავლო სახელმძღვანელოებით

ბულგარეთის პრემიერი: რუმინეთიდან ბულგარეთში დრონი შეფრინდა და ტრანსბალკანეთის გაზსადენთან ახლოს აფეთქდა

ბულგარეთის პრემიერი: რუმინეთიდან ბულგარეთში დრონი შეფრინდა და ტრანსბალკანეთის გაზსადენთან ახლოს აფეთქდა

იმედი

ანაკლიის საზღვაო ნავსადგური: ბოლო პერიოდში სხვადასხვა პოლიტიკური აქტორის მხრიდან ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით ვრცელდება ტექნიკურად და ფაქტობრივად არასწორი ინფორმაცია, თითქოს პროექტის პარამეტრები შემცირდა და პორტის შესაძლებლობები შეიზღუდა