მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Bloomberg: უნგრეთი უკრაინას სამხედრო აღჭურვილობას არ გაუგზავნის
Bloomberg: უნგრეთი უკრაინას სამხედრო აღჭურვილობას არ გაუგზავნის

Bloomberg: უნგრეთი უკრაინას სამხედრო აღჭურვილობას არ გაუგზავნის

იმედი|imedinews.ge

უნგრეთის მთავრობა უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის გაგზავნას არ გეგმავს და კიევის მხარდაჭერისას ენერგომომარაგებითა და ჰუმანიტარული დახმარებით შემოიფარგლება. ინფორმაციას Bloomberg-ი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დიორდ ველკეიმზე დაყრდნობით ავრცელებს.

„არც ჯარისკაცები და არც იარაღი“, - განაცხადა ველკეიმ და აღნიშნა, რომ უნგრეთის ინტერესშია ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება და სწორედ ეს არის ბუდაპეშტისთვის უმნიშვნელოვანესი.

უნგრეთის ახალი მთავრობის პოზიცია მნიშვნელოვნად განსხვავდება აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყნის, განსაკუთრებით კი ბალტიის სახელმწიფოების მიდგომისგან, რომლებიც უკრაინას სამხედრო ტექნიკითა და შეიარაღებით აქტიურად ეხმარებიან, - წერს სააგენტო.

ბუდაპეშტის პოზიცია ასევე ასახავს უკრაინასთან ურთიერთობის სირთულეს, რომელიც ვიქტორ ორბანის მმართველობის წლებში განსაკუთრებით დაიძაბა. ორბანი კრემლთან დაახლოებულ პოლიტიკას ატარებდა, ცდილობდა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების შეფერხებას და უკრაინის ხელისუფლებას, მტკიცებულებების გარეშე, არჩევნებში მისი დამხობის მცდელობაში ადანაშაულებდა.

Bloomberg-ის ინფორმაციით, პეტერ მადიარის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ უკრაინასა და უნგრეთს შორის ურთიერთობების სწრაფ გაუმჯობესებას ელოდნენ. კიევმა უნგრეთის ეთნიკური უმცირესობის ენობრივი უფლებების სამართლებრივი დაცვის გაძლიერების პირობა დადო, ხოლო ბუდაპეშტმა უარი თქვა ვეტოზე, რომელიც უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას აფერხებდა. თუმცა ურთიერთობების გაუმჯობესება შეფერხებებით მიმდინარეობს.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიტა ორბანმა განაცხადა, რომ კიევმა მას აცნობა, რომ უკრაინაში უნგრულენოვანი განათლების გაფართოების შესახებ კანონი მიმდინარე თვეში უნდა მიიღონ.

„რამდენიმე თვეში უკრაინის უნგრული უმცირესობის უფლებების გაძლიერებისთვის უფრო მეტს მივაღწიეთ, ვიდრე ორბანის მთავრობამ 10 წლის განმავლობაში“, - დაწერა მან.

ამასთან, მიმდინარე თვის დასაწყისში უნგრეთმა ქვეყნიდან 10 რუსი დიპლომატი გააძევა, რომელთა საქმიანობაც მთავრობამ ჯაშუშობას დაუკავშირა. ეს ორბანის ეპოქასთან შედარებით მნიშვნელოვანი ცვლილებაა, როდესაც უნგრეთი ბრიუსელში მოსკოვის ინტერესების გამტარად ხშირად მოქმედებდა.

მიუხედავად ამისა, უნგრეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობებში კვლავ არსებობს უნდობლობა, - წერს სააგენტო.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 211 სტატია.

  • ევროკავშირი და უკრაინა €45-მილიარდიანი სესხის გამოყოფის დაჩქარებაზე შეთანხმდნენBM.GE
  • უკრაინამ „ლუკოილის“ ქარხანასა და „ტრანსნეფტის“ სადგურზე დარტყმები დაადასტურაფორმულა
  • საქართველოს ნაკრებისა და უკრაინის მატჩი ფრედ დასრულდატვ პირველი
  • რამაზ სვანაძის დებიუტი და ნულოვანი ფრე - საქართველოსა და უკრაინის საფეხბურთო ნაკრებებს შორის მატჩი 0:0 დასრულდარუსთავი 2
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

ალუდა ღუდუშაური: დარწმუნებული ვარ, ევროკავშირში კარგად გაიაზრებენ და მოუწევთ თვალის გასწორება იმ ყველაფრისთვის, რაც მათივე კვლევებით, ობიექტური საზომით არის დათვლადი და გაზომვადი - ამერიკის შეერთებული შტატებიდან უფრო პოზიტიური სიგნალებია

ტრამპი: ევროპა ახლახან დათანხმდა თავისი დიზელის საწვავის ჭარბი მარაგების დიდი ოდენობით გათავისუფლებას - პროცესი დაუყოვნებლივ დაიწყება

ტრამპი: ევროპა ახლახან დათანხმდა თავისი დიზელის საწვავის ჭარბი მარაგების დიდი ოდენობით გათავისუფლებას - პროცესი დაუყოვნებლივ დაიწყება

იმედი

ანდრია ჯაღმაიძე: დიალოგი გვაქვს რუსეთში მდებარე ერთ-ერთი ქართული ტაძრის აღდგენაზე, თავად მიგვიწვიეს და ჩვენი მეცნიერები იქნებიან ჩართული რეაბილიტაცის პროცესში

ანდრია ჯაღმაიძე: დიალოგი გვაქვს რუსეთში მდებარე ერთ-ერთი ქართული ტაძრის აღდგენაზე, თავად მიგვიწვიეს და ჩვენი მეცნიერები იქნებიან ჩართული რეაბილიტაცის პროცესში

იმედი

ალუდა ღუდუშაური IRI-ის კვლევაზე: როგორ შეიძლება 16% უჭერდეს მხარს იმ ძალებს, რომლებიც სახელმწიფოს, ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ?!

ალუდა ღუდუშაური IRI-ის კვლევაზე: როგორ შეიძლება 16% უჭერდეს მხარს იმ ძალებს, რომლებიც სახელმწიფოს, ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ?!

იმედი