მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ბოჭორიშვილი: შემაშფოთებელი იყო იმ ფაქტის ნახვა, რომ საქართველოს სამ ტელევიზიას უარი ეთქვა აკრედიტაციაზე, ვერ შეძლეს პროფესიული საქმიანობის განხორციელება. დემოკრატიაზე საუბრისას შეუძლებელია თვალი დავხუჭოთ ორმაგ სტანდარტებზე
ბოჭორიშვილი: შემაშფოთებელი იყო იმ ფაქტის ნახვა, რომ საქართველოს სამ ტელევიზიას უარი ეთქვა აკრედიტაციაზე, ვერ შეძლეს პროფესიული საქმიანობის განხორციელება. დემოკრატიაზე საუბრისას შეუძლებელია თვალი დავხუჭოთ ორმაგ სტანდარტებზე

იმედი|imedinews.ge

ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფორმატში შეხვედრა საქართველოსთვის არის საუკეთესო შესაძლებლობა, მონაწილე ქვეყნებთან ერთად ვისაუბროთ საკითხებზე, რომელიც აწუხებს საქართველოს, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს საგარეო პოლიტიკურ დღის წესრიგში, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მოლდოვაში მედიასთან.

მისივე თქმით, შეუძლებელია მმართველი გუნდი არ გამოეხმაუროს იმ დამოკიდებულებას, რომელიც არსებობს ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მხრიდან საქართველოს მიმართ.

„პირველ რიგში, საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას, ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ჩვენი კოლეგა მინისტრები შესაბამისად იყვნენ ინფორმირებული იმ მოვლენების შესახებ, რომლებიც საქართველოსთან მიმართებით ვითარდება, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე პროცესების თაობაზე. ასევე, რა თქმა უნდა, შეუძლებელია, არ გამოვეხმაუროთ იმ დამოკიდებულებას, რომელიც არსებობს ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მხრიდან საქართველოს მიმართ. როდესაც ვსაუბრობთ დემოკრატიაზე, შეუძლებელია, თვალი დავხუჭოთ ორმაგ სტანდარტებზე, რომლებიც საქართველოსთან მიმართებით გამოიყენება.

შემაშფოთებელი იყო ნამდვილად იმ ფაქტის ნახვა, რომ საქართველოს სამ ტელევიზიას უარი ეთქვა აკრედიტაციაზე, ვერ შეძლეს პროფესიული საქმიანობის განხორციელება და მინისტერიალის გაშუქება. ეს ნამდვილად საყურადღებო ფაქტია და იმსახურებს, რომ ორგანიზაციის წევრებმა იცოდნენ ამის შესახებ – რამდენად შეიძლება, ადგილი ჰქონდეს ორმაგ სტანდარტებს მაშინ, როდესაც საუბრობენ მედიისა და სიტყვის თავისუფლებაზე. შესაბამისად, ეს ფაქტი უყურადღებოდ ვერ დარჩებოდა ჩემი გამოსვლისას.

ასევე, როდესაც საუბარია ხალხის მხარდაჭერაზე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, პირველ რიგში, წარმოადგენს ნებისმიერი საზოგადოების, ნებისმიერი ქვეყნის ლეგიტიმურ ინტერესებს. შეუძლებელია, ამაზეც არ გავამახვილოთ ყურადღება იმ დამოკიდებულების ფონზე, რომელიც ევროსაბჭოს ზოგიერთ წევრ ქვეყანას აქვს საქართველოს ხელისუფლების მიმართ.

ამასთან, არჩევნები არის ის, რაც, პირველ რიგში, განსაზღვრავს დემოკრატიული საზოგადოების ფორმირებას. როდესაც ვსაუბრობთ დემოკრატიაზე, შეუძლებელია, ერთი მხრივ, ვსაუბრობდეთ დემოკრატიულ უკუსვლაზე და, მეორე მხრივ, იგივე ქვეყნები და იგივე ადამიანები ახალისებდნენ რადიკალურ ძალებს ქვეყანაში, რომლებიც არჩევნებში არ მონაწილეობენ, არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს და, ზოგადად, ეწინააღმდეგებიან დემოკრატიის პრინციპებს. ამიტომ ასეთი ორმაგი სტანდარტი და დამოკიდებულება ყოველთვის ყურადღების ქვეშ უნდა იყოს. რა თქმა უნდა, შეიძლება, ეს ყველასთვის სასიამოვნო მოსასმენი არ იყოს, მაგრამ ეს არ არის შეკრება, სადაც მხოლოდ სასიამოვნო საკითხებზე უნდა ვისაუბროთ. მნიშვნელოვანია, ყველა კრიტიკულ საკითხზე იყოს ყურადღება გამახვილებული“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არჩილ ბერიძე: რეგიონების განვითარების მნიშვნელობიდან გამომდინარე, თუ ვინმეს შეიძლებოდა ეს პასუხისმგებლობა აეღო, სწორედ მამუკა მდინარაძეა, გამორჩეული უნარებით, დიდი პოლიტიკური და მენეჯერული გამოცდილებით. რეგიონული განვითარება ჩვენი გუნდის ერთ-ერთი პრიორიტეტია

ნაურუს მთავრობის განცხადება: ნაურუს რესპუბლიკის მთავრობა აცხადებს, რომ უკან იხმობს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას - შესაბამისად, ნაურუს რესპუბლიკამ დაუყოვნებლივ შეწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან

POLITICO: ტრამპის ჩრდილი ბრიტანეთის ეკონომიკას კვლავ ემუქრება - ინგლისის ბანკმა განაცხადა, რომ ირანში განახლებულმა კონფლიქტმა შესაძლოა ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვიოს

POLITICO: ტრამპის ჩრდილი ბრიტანეთის ეკონომიკას კვლავ ემუქრება - ინგლისის ბანკმა განაცხადა, რომ ირანში განახლებულმა კონფლიქტმა შესაძლოა ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვიოს

იმედი

გურამ ნიკოლაშვილი სიძულვილის ენაზე: შეუძლებელია ყველაფერზე მიიღო კანონი, თუმცა უნდა ჩანდეს რასთან გვაქვს საქმე და უნდა იყოს ახსნილი, რომ ეს არის მიზანმიმართული, ხელშეწყობილი და ის, რომ იმ პოდკასტს თავისი მფლობელი და დამფინანსებელი ჰყავს, რომელსაც ძალიან კარგად ესმის რას აკეთებს