მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ დაბასთან ნახანძრალი ტყის აღდგენის პროექტი ხორციელდება
ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ დაბასთან ნახანძრალი ტყის აღდგენის პროექტი ხორციელდება

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ დაბასთან ნახანძრალი ტყის აღდგენის პროექტი ხორციელდება

იმედი|imedinews.ge

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბესიკ ამირანაშვილი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ დაბასთან ნახანძრალი ტყის აღდგენის პროცესს გაეცნო.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ადგილზე შეფასდა განხორციელებული სამუშაოები და აღდგენილი ტყის მიმდინარე მდგომარეობა. 2008 წელს, აგვისტოს ომის მოვლენების დროს, ბორჯომის ხეობაში ტყის ხანძარმა 950.9 ჰექტარი ფართობი მოიცვა, მათ შორის სრულად განადგურდა 250 ჰექტარი სოფელ დაბასთან. ტყის აღდგენის სამუშაოები აღნიშნულ ტერიტორიაზე 2013 წელს დაიწყო, თუმცა 2017 წელს განმეორებით მომხდარმა ხანძარმა აღდგენილი ფართობებიც დააზიანა.

ეროვნულმა სატყეო სააგენტომ ტყის აღდგენის ღონისძიებები 2017 წელსვე განაახლა და ჯამში კომპლექსური სამუშაოები 636 ჰექტარ ფართობზე განხორციელდა. ტყის აღდგენის პროექტის ფარგლებში, 144 ჰექტარზე 345 530 სხვადასხვა სახეობის ნერგი დაირგო, ხოლო 492 ჰექტარზე ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებები განხორციელდა.

„სატყეო რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ტყის დაცვისა და ტყითსარგებლობის პრაქტიკის გაუმჯობესებაა. მნიშვნელოვანია, რომ ყოველწლიურად იზრდება დეგრადირებული ტყის აღდგენის ღონისძიებების მასშტაბები. სატყეო სააგენტოს მიერ განახლდა ტყის აღდგენა-გაშენების ღონისძიებების გრძელვადიანი გეგმა, რომლის თანახმადაც, 2025-2036 წლებში ტყის აღდგენის ღონისძიებები, ჯამში, 51 000 ჰექტრამდე ფართობზე განხორციელდება“, - აღნიშნა ბესიკ ამირანაშვილმა.

დღეისათვის ნახანძრალი ტყის ფართობებზე პერიოდული მონიტორინგი მიმდინარეობს. სპეციალისტების შეფასებით, აღდგენილი ფართობების მდგომარეობა დადებითია და დამატებით ინტენსიურ ჩარევას არ საჭიროებს.

ტყის მოვლისა და აღდგენის ღონისძიებები ეროვნული სატყეო სააგენტოს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება და ამ მიმართულებით სამუშაოები ქვეყნის მასშტაბით აქტიურად გრძელდება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სოფელ

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 54 სტატია.

  • „ამბასადორი ჯგუფმა“ კაჭრეთში საავიაციო სოფელი გახსნა და „ამბასადორი აილენდ ბათუმის“გენერალური გეგმის ახალი ხედვა წარადგინაBM.GE
  • ზუგდიდში, სოფელ კახათში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლარუსთავი 2
  • ზუგდიდში, სოფელ ჭითაწყარში გაზგასამართი სადგური აფეთქდატვ პირველი
  • ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ყაჩაღბის დროს ქალი შემოაკვდათფორმულა
სოფელ →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი