მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ბორჯომისა და ბაკურიანის სატყეო უბანზე ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები დაიწყო
ბორჯომისა და ბაკურიანის სატყეო უბანზე ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები დაიწყო

ბორჯომისა და ბაკურიანის სატყეო უბანზე ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები დაიწყო

იმედი|imedinews.ge

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, ბორჯომისა და ბაკურიანის სატყეო უბანზე ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები დაიწყო. საველე სამუშაოებს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბესიკ ამირანაშვილი ადგილზე გაეცნო. ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.

ინვენტარიზაციის სამუშაოები 45 727 ჰა ფართობზე განხორციელდება, რის შემდეგაც ტყის მართვის გეგმა შემუშავდება, სადაც ასახული იქნება ყველა სატყეო-სამეურნეო ღონისძიება მომდევნო ათწლიანი პერიოდისთვის. მათ შორის, სანიტარიული ჭრები, ტყის აღდგენის ღონისძიებები, სატყეო გზების მოწყობა თუ სხვა.

„ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები, რაც ერთობლიობაში უზრუნველყოფს ქვეყნის ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესებას. ტყის ინვენტარიზაცია ტყის მართვის სამოქმედო გეგმის საფუძველია, რათა სწორად და ეფექტიანად დავგეგმოთ სატყეო-სამეურნეო ღონისძიებები მომავალი ათი წლისთვის. ყველა ეს ღონისძიება ჯამში, სატყეო რეფორმის წარმატებით განხორციელების გარანტიაა“, - განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, ბესიკ ამირანაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ დღეს მდგომარეობით, ინვენტარიზაციის სამუშაოები სრულადაა განხორციელებული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული ტერიტორიის 50%-ზე მეტ ფართობზე. ხოლო 2026 წლის ბოლომდე, ინვენტარიზაციის სამუშაოები შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში, ჯამში, 238 ათას ჰა ფართობზე განხორციელდება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აშშ-ის ხაზინის მდივანი იმ ჯგუფებს, რომლებიც ირანს ფულის გათეთრებაში ეხმარებიან, ამერიკული ფინანსური სისტემიდან გაძევებით ემუქრება

აშშ-ის ხაზინის მდივანი იმ ჯგუფებს, რომლებიც ირანს ფულის გათეთრებაში ეხმარებიან, ამერიკული ფინანსური სისტემიდან გაძევებით ემუქრება

იმედი

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან

იმედი

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: უკრაინა Storm Shadow-ს ტიპის რაკეტების წარმოებას შეძლებს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: უკრაინა Storm Shadow-ს ტიპის რაკეტების წარმოებას შეძლებს

იმედი

ქუთაისის ტექნოჰაბი - დასავლეთ საქართველოს მთავარი ინოვაციური და საგანმანათლებლო სივრცე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ცენტრში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქუთაისის ტექნოჰაბი - დასავლეთ საქართველოს მთავარი ინოვაციური და საგანმანათლებლო სივრცე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ცენტრში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი