მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს კულტურის დღეები და მინისტრის მოადგილის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო
ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს კულტურის დღეები და მინისტრის მოადგილის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს კულტურის დღეები და მინისტრის მოადგილის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

იმედი|imedinews.ge

ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს კულტურის დღეები და მინისტრის მოადგილის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო, - ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე, გიორგი მირცხულავა ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის კულტურის მინისტრს, მარგარეტ მენეზესს შეხვდა. ასევე, სამუშაო შეხვედრა გამართა ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ალექს ჯიაკომელი და სილვასთან.

„შეხვედრებზე მხარეებმა საქართველოსა და ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის კულტურული თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

საქართველოსა და ბრაზილიას შორის კულტურის სფეროში მომზადებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ ხელი საქართველოში მოაწერა. საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილემ ოფიციალური დოკუმენტი ბრაზილიის კულტურის მინისტრს გადასცა.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ მემორანდუმი კულტურული პოლიტიკის, კულტურული მემკვიდრეობის, თეატრის, მუზეუმების, ხელოვნების, ლიტერატურის, კინოსა და შემოქმედებითი ინდუსტრიების მიმართულებებით თანამშრომლობას და ერთობლივი ინიციატივების მხარდაჭერას ითვალისწინებს.

შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა განხორციელებულ და დაგეგმილ ერთობლივ კულტურულ პროექტებზეც. აღინიშნა, რომ საქართველოში ბრაზილიელ პარტნიორებთან თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება, რასაც მოწმობს როგორც თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის - „საქართველოს სინფონიეტას“ წარმატებული საკონცერტო ტურნე ბრაზილიაში, ისე ანსამბლ „რუსთავის“ დაგეგმილი კონცერტები ქალაქ ბრაზილიასა და რიო-დე-ჟანეიროში.

შეხვედრის დასასრულს, გიორგი მირცხულავამ ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის კულტურის მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დელეგაციის წევრებთან ერთად, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწვია.

საქართველოს მხრიდან შეხვედრებს ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ზურაბ მჭედლიშვილი, საელჩოს წარმომადგენლები და კულტურის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, ზურაბ ბაკურაძე, ბრაზილიის მხრიდან კი კულტურისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 218 სტატია.

  • „ჩვენი ფორმებიც აკმაყოფილებს მსოფლიოში აპრობირებულ ყველა სტანდარტს“ - მინისტრის მოადგილეBM.GE
  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ინფრასტრუქტურის მინისტრთან რევაზ სოხაძესთან ერთად საგანმანათლებლო პროექტების მიმდინარეობას გაეცნორუსთავი 2
  • ესტონეთის თავდაცვის მინისტრი უკრაინისთვის ჭურვების შესყიდვის სკანდალის გამო გადადგაფორმულა
  • სასამართლოში ავალიანის საქმეზე, შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილის პროცესი მიმდინარეობსტვ პირველი
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

AFD-ს დეპუტატი: ამჟამინდელი ევროკავშირი ყველაზე მცირე თავიდან არის ასაშენებელი, ამას კი ძირეული ცვლილებები და არსებულის მოშთობა სჭირდება, რაიმე ახალი უნდა შეიქმნას

AFD-ს დეპუტატი: ამჟამინდელი ევროკავშირი ყველაზე მცირე თავიდან არის ასაშენებელი, ამას კი ძირეული ცვლილებები და არსებულის მოშთობა სჭირდება, რაიმე ახალი უნდა შეიქმნას

იმედი

ამერიკაში თაღლითური სქემით მოქმედი კომპანიები და მათი ქართველი ფიგურანტები - თაღლითობის სკანდალური საქმე. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

ამერიკაში თაღლითური სქემით მოქმედი კომპანიები და მათი ქართველი ფიგურანტები - თაღლითობის სკანდალური საქმე. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

იმედი

არჩილ გორდულაძე ირაკლი ღარიბაშვილზე: ბრალისგან თავის დაღწევის მცდელობა იყო ყველაფრის პოლიტიზების მცდელობა და დეზინფორმაციული კამპანიის წარმოება

არჩილ გორდულაძე ირაკლი ღარიბაშვილზე: ბრალისგან თავის დაღწევის მცდელობა იყო ყველაფრის პოლიტიზების მცდელობა და დეზინფორმაციული კამპანიის წარმოება

იმედი

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) გამარჯვება საქსონია-ანჰალტის მხარის არჩევნებში - ბრიუსელის მარცხი გერმანიაში. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) გამარჯვება საქსონია-ანჰალტის მხარის არჩევნებში - ბრიუსელის მარცხი გერმანიაში. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

იმედი